TOP

სამეფო ქორწილი 2018

2018 წლის 19 მაისს, ბრიტანეთში, 7 წლიანი პაუზის შემდეგ მომდევნო სამეფო ქორწილი გაიმართა. პრინცი ჰარის რჩეული ნახევრად აფრო-ამერიკელი მსახიობი, მეგან მარკლი გახლავთ. მეგანმა და ჰარიმ ერთმანეთი საკმაოდ ბანალურად, საერთო მეგობრის საშუალებით 2016 წელს გაიცნეს, რის შემდეგაც ძალიან დიდი ხანი საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს. წყვილის ნიშნობა 2017 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა და ქორწილი ამა წლის გაზაფხულზე გაიმართა. ჰარისა და მეგანის ქორწინიებაზე დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი იყო ატეხილი, რადგან ეს ქორწინება სამეფო კარის ძალიან ბევრ ტრადიციას არღვევდა. ცნობილია, რომ მეგანისთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველ ქორწინებაში  2011 წელს იმყოფებოდა, რომელიც 2 წელში დასრულდა.   ოდესღაც წარმოუდგენელი იყო, რომ მემკვიდრეს განათხოვარი ქალი ოფიციალურად შეერთო, უფრო მეტიც, მისი მომავალი მეუღლე აუცილებლად ქალწული უნდა ყოფილი, მაგრამ ეს გამონაკლისი უფროსი მემკვიდრის ქორწინებისას  უკვე დაუშვეს, როდესაც უილიამმა ქეითი შეირთო. ახლა კი, როგორც ჩანს, მეორე მემკვიდრეს  განათხოვარი ქალის მოყვანის უფლებაც მისცეს.   მეორე გამონაკლისი იყო  ის, რომ პატარძალი ნახევრად აფრო-ამერიკელი იყო, ასევე ის არ იყო არისტოკრატი ოჯახის წარმომადგენელი და  პრინცზე სამი წლით დიდიც არის. თუმცა ეს გამონაკლისი ასევე დაშვებული იყო უილიამის ქორწინების შემთხვევაშიც.  ქეითი უილიამზე ერთი წლით უფროსია. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად სამეფო ოჯახმა მეგანი კარგად მიიღო. მხოლოდ მამამ, პრინცმა ჩარლზმა ურჩია შვილს, რომ უზადო რეპუტაციის საცოლე ეპოვა, მაგრამ მთავარი სიტყვა მაინც დედოფალს ეკუთვნოდა, რომელმაც ჰარის ნება დართო საყვარელ ქალზე ექორწინა.

პატარძალს ძალიან სადა და მოკრძალებული კაბა ეცვა, რასაც ალბათ არავინ ელოდა.  ჰქონდა ძალიან უბრალო ვარცხნილობა და სადა, მინიმალური მაკიაჟი.

მეგან მარკლის საქორწინო კაბა ფრანგულ მოდის სახლს Givenchy-ს ეკუთვნის.  კაბა, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს, მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა Clare Waight Keller-მა შექმნა. ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ კაბის ავტორი ჯონ გალიანო იქნებოდა, მაგრამ მეგანმა ყველას იმედები გაუცრუა და ჟივენშის კაბით წარსდგა მსოფლიოს წინაშე.

-კაბა-1526730592

ეს 1893 წელს შექმნილი გვირგვინი მეფე ჯორჯის მეუღლეს, დედოფალ მერის ეკუთვნოდა. 1953 წელს გვირგვინი ელიზაბეტ მეორეს გადაეცა. დეკადების განმავლობაში გვირგვინს დღის სინათლე არ უნახავს, ელიზაბეტი არ აჩენდა. დღეს მეგან მარკლი სწორედ ამ ისტორიული გვირგვინით გამოჩნდა. თუმცა ცნობილა, რომ დედოფალმა გვირგვინი მხოლოდ ათხოვა, არ უჩუქებია.

Image may contain: 2 people, people smiling

მეგანს მეორე კაბაც ასევე ძალიან სადა იყო. მისი ავტორი სტელა მაკარტნი გახლავთ.

Image may contain: 2 people, people standing and wedding

ჯანმრთელობის პრობლემის გამო ქორწილს არ ესწრებოდა მეგანის მამა. ამიტომ იგი საკურთხეველთან მამამთილმა, პრინც ჩარლზმა მიაცილა.

2-1526730662

ხალხს არ გამორჩენია ერთი დამთხვევა და მართლაც საბედისწერო ფოტო.  15 წლის ასაკში მეგანი ექსკურსიაზე იმყოფებოდა ინგლისში, სადაც სასახლის წინ ფოტო გადაიღო. 22 წლის შემდეგ კი პრინც ჰარიზე დაქორწინდა და ეს სასახლე მისი სახლი გახდა.

Image may contain: 3 people, text

საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა იყო მეგანის გარეგნობასთან დაკავშირებით და მას  აქტიურად ადარებდნენ ქეითს, ასევე მის დედამთილ ლედი დისაც.  ფოტოზე აშკარაა, რომ დროთაგანმავლობაში პატარძლების ვიზუალი მეტად სადა და მინიმალური ხდება.

ასევე შესამჩნევია, რომ სამივე პატარძლის თაიგული მსგავსი მცენარითაა გაკეთებულ. ეს სამფო კარის ტრადიციაა, რომ საქორწილო თაიგულში აუცილებლად მცენარე მირტი უნდა ერიოს.

Image may contain: 3 people, people smiling, wedding

Image may contain: 6 people, people smiling, wedding

ქორწილის ცერემონიას დაახლოებით 1200 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი და საზოგადო მოღვაწე.

Clooneys to the Beckhams, and Pippa Middleton-ის სურათის შედეგი

Clooneys to the Beckhams, and Pippa Middleton-ის სურათის შედეგი

ქეითი და უილიამი ქორწილის დღეს

kate midleton and william royal wedding 2018-ის სურათის შედეგი

ცერემონიას  ესწრებოდა პრინცი ჰარის ყოფილი შეყვარებული, რომლის სახე არავის დარჩენია უყურადღებოდ. ფოტო სოციალურ ქსელშ გავრცელდა წარწერით: ” როდესაც აანალიზებ, რომ შესაძლოა ეს შენი ქორწილი ყოფილიყო”

Image may contain: 1 person

ქორწილის სხვა ფოტოები:

კომენტარები