TOP

სად გადავიხადოთ ქორწილი პანდემიის შემდეგ?

მოგხსენებათ, პანდემიისგან გამოწვეული ვითარების გამო, ძალიან ბევრ წყვილს მოუწია გეგმების შეცვლა და ქორწილის გადადება. ამ დროს ყველა ფიქრობდა თუ სად, როგორ და რანაირად შეძლებდნენ ქორწილის გადახდას, როდესაც სიტუაცია უკეთესობისკენ წავიდოდა. საბედნიეროდ შემდეგი ორი კვირა აღარ გვაქვს ისეთი რისკიანი, როგორიც აქამდე იყო და სიტუაციაც დასტაბილურდა. მაგრამ ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეცვალა, რასაც უნდა შევეგუოთ და გავითვალისწინოთ.

პირველი, რაც ყველამ უნდა გავიაზროთ არის ის, რომ მასშტაბური ქორწილების გადახდა მკაცრად შეიზღუდება, აქედანვე უნდა ვიცოდეთ, რომ ქორწილი უნდა დაიგეგმოს ვიწრო წრეში.

მთავრობის მიერ დადგენილი წესები რესტორნებზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ნათლად გვიჩვენებს, რომ ისეთი თავისუფლება, როგორც აქამდე გვქონდა დახურულ სივრცეებში, დროებით არ გვექნება.

“მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს, არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია” – ეს არის ერთ-ერთი რეგულაცია, რომელიც ეხება ყველა დახურულ რესტორანს. ალბათ ყველას გიჩნდებათ კითხვა თუ როგორ უნდა გავერთოთ ან ვიცეკვოთ რესტორანში, თუ 1 მეტრი დისტანცია უნდა დავიცვათ. რა თქმა უნდა ასეთი გართობა დისკომფორტს შეუქმნის ქორწილში მისულ სტუმრებს.
თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ამ რეგულაციების საჭიროება, ამაზე პასუხს ჯერ ვერავინ გაგვცემს. შესაბამისად მზად უნდა ვიყოთ დახურულ სივრცეებში წესების დასაცავად.

ჩნდება კითხვა, მაშინ რა გავაკეთოთ? რა იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი ასეთ სიტუაციაში? რითი შევცვალოთ რესტორნის გეგმა? როგორ შეიძლება რომ გავილამაზოთ ეს დღე? ჩვენი პასუხია – ქორწილი ღია ცის ქვეშ! 

 

ყველაზე ნაკლებად სარისკო და ყველაზე კომფორტული სწორედ ამ სიტუაციაში არის მინი ქორწილი ღია ცის ქვეშ. ღია და გაშლილ სივრცეში ფურშეტული ტიპის ქორწილი, რომელიც გათვლილი იქნება დაახლოებით 50 ადამიანზე. ღია ცის ქვეშ არ იქნებით შეზღუდულები იმ რეგულაციებით რაც დახურულ სივრცეში დისკომფოტს შეგიქმნიდათ. აქედან გამომდინარე:

არ მოგიწევთ ქორწილის თარიღის გაურკვეველი ვადით გადატანა და შემდგომ ლოდინი.

არ მოგიწევთ “დიდი სუფრის” გაკეთება.

არ მოგიწევთ დიდი თანხების დახარჯვა.

არ მოგიწევთ დიდი ხნის უნახავი ნათესავების დაპატიჟება.

არ მოგიწევთ იმ ადამიანების დაპატიჟება ვისთანაც “ვალდებულები” ხართ რომ დაპატიჟოთ.

არ მოგიწევთ 300 ადამიანის გადაკოცვნა დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ.

ამ სიტუაციში თქვენ დაპატიჟებთ მხოლოდ თქვენს ახლო მეგობრებს და ოჯახის წევრებს, კონტაქტი გექნებათ იმ ადამიანებთან ვისთან ერთადაც დროს იქამდეც ატარებდით.

თუ შექმნილი სიტუაციის გამო უარი ვთქვით ისეთ მნიშვნელოვან  და ყველაზე დასამახსოვრებელ დღეებზე, მაგალითად როგორიც არის ქორწილი, ეს ძალიან გულდასაწყვეტი იქნება.

ამიტომაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ძირითადი რეგულაციები, რასაც მთელი მსოფლიო იცავს, რადგანაც სწორედ წესების დაცვით შევძლებთ დავამარცხოთ ვირუსი და გავაგრძელოთ ცხოვრება ძველ, ჩვეულ რეჟიმში

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მინი ქორწილზე ეწვიეთ ბმულს : მინი ქორწილი ღია ცის ქვეშ

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

კომენტარები