TOP

საბედისწერო შეხვედრა ქორწილში

42719559_2206679092937393_7896223607632691200_n

ქორწილამდე

42797509_268318440468177_5220567919775186944_nჩვენი სიყვარულის ისტორია ძალიან უჩვეულოდ დაიწყო. სულ მეცინება, როდესაც ამას ვყვები. 2016 წლის 23 აპრილს გავიცანით ერთმანეთი სოციალურ ქსელში. ერთი  კვირიანი უწყვეტი კონტაქტის შემდეგ, ერთ საღამოს სახლში მისვლა ძალიან დამაგვიანდა, რის გამოც ძალიან მეჩხუბა.  გაოცებული დავრჩი, ასეთ რამეს არ ველოდი, თითქო ჩემი შეყვარებული ყოფილიყოს. ძალიან გავბრაზდი და მაშინვე გავწყვიტე კონტაქტი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ  ბექა ჩემი  დაქალის მეგობრის ძმა ყოფილა და ერთი წლის შემდეგ ბედად  ერთ ქორწილში აღმოვჩნდით. ამ დღეს მოუთმენლად ველოდი, მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა. სასაცილო კიდევ ისაა, რომ როდესაც პატარძალა თაიგული ისროლა – ბექამ დაიჭირა, მე კიდე მივედი და ვუთხარი, ჩემი თაიგული რატომ დაიჭირე-თქო, შემომთავაზა, შენი იყოს ეს თაიგულიო, მაგრამ ვიუარე, შენი ბედი რათ მინდა- მეთქი.. თუმცა მართლაც რომ ჩემი ბედი აღმოჩნდა. ამ დღიდან, იმ საღამოდან დაიწყო ყველაფერი. ქორწილის დასასრულს  სახლამდე მიმაცილა და სიყვარულშიც გამომიტყდა, მართალია ეს სიმთვრალეს დავაბრალე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მართალი ყოფილა.

ხელის თხოვნა

ხელის თხოვნა ჩვენი სიტორიის დასაწყისიდან ძალიან მალევე, 2017 წლის  პირველ აგვისტოს შედგა. სიურპრიზები არ მიყვარს, შესაბამისად ეს მოვლენაც არ იყო მოულოდნელი. ყველაფერი ჩემს ოჯახში,  ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში მოხდა.

42727635_269207340380654_8993285665235927040_n

მზადება ქორწილისთვის

ქორწილი ცოტა გადაგვედო, ვინაიდან ჩემი მეუღლის დედა და ბებია საქართველოში არ იმყოფებოდნენ. ქორწილის რიცხვი სიმბოლურად შევარჩიეთ. რადგან ნიშნობა ჩემს დაბადების დღეზე იყო, ქორწილისთვის ჩემი მეუღლის დაბადების დღე, 20 იანვარი ავარჩიეთ.  სამზადისი რთული არ იყო, დიდი დრო გვქონდა ამითვის.  როგორც ვთქვი, სიურპრიზები არ მიყვარს, ყველაფერი უნდა ვიცოდე და ისე უნდა იყოს, როგორც მე მინდა, ამიტომ  მზადებაში მთლიანად მე ვიყავი ჩართული. მართალია დაქალებიც მეხმარებოდნენ, მაგრამ  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი მარტომ გავაკეთე, კაბიდან დაწყებული, რესტორნის მენიუთი დამთავრებული.  ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, სიამოვნებით გავიმეორებდი, რა თქმა უნდა, კვლავ ჩემს მეუღლესთან ერთად.

კაბა

კაბა თავიდანვე ვიცოდი, რომ მარიონალესი მინდოდა ყოფილიყო. სალონში სტუმრობისას პირველივე ეს კაბა მოვიზომე და ძალიან მომეწონა. მინდოდ სადა ყოფილიყო, ამიტომ კორსეტზე არსებული მარგალიტები მოვახსნევინე მკერავს. საბოლოოდ ულამაზესი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო ამ კაბაში მოძრაობა, მაინც მაქსიმალურად ვეცადე, რომ მთელი დღე მცმოდა და არ გამომეცვალა.

42713209_1922268517852546_2580462530925166592_n

თმა და მაკიაჟი

თმა და მაკიაჟი სილამაზის აკადემიაში გავიკეთე. ოქტომბერში ჩავეწერე და ყოველ თვე ვამოწმებდი, ხომ არაფერი იყო შეცვლილი. ანა არის  ზღაპარი გოგო, საოცრება.  ხარისხი იყო უმაღლესი, დიდი შრომა დაჭირდა მის მოსაცილებლად დღის ბოლოს. როგორიც გამოვედი სალონიდან, სახლშიც ზუსტად ისეთი დავბრუნდი ღამე.

42809489_312095102708182_3452636514612150272_n

ლოკაცია

ხელის მოწერის ცერემონია არ იყო ამ დღის ნაწილი, რადგან ეს აგვისტოშივე მოხდა, ნიშნობიდან გავყევი ბექას.  ფოტოსესია კიკვიძის ბაღში პანდუსის  და ამბასადორში შიდა ეზოს გამო  გავმართეთ.  ჯვრისწერაზე ბევრი ვიფიქრე.  მინდოდა კოჯრის გზაზე არსებულ ულამაზეს ეკლესიაში დაგვეწერა ჯვარი, მაგრამ მამაო ყოველდღე არ იმყოფებოდა და შესაბამისად ვერ გავრისკავდით, ამიტომ მის მსგავსად ლამაზი ეკლესია შევარჩიეთ თბილისში და ჯვარიც იქ დავიწერეთ.  რაც შეეხება რესტორანს, ქორწილი საკმაოდ პატარა, 50 კაციანი იყო, ამიტომ გაგრას პატარა დარბაზი ავირჩიეთ, სადაც ულამაზესი დიზაინი დაგვხვდა ქორწილის დღეს, თან ეს ყოველივე საჩუქრად.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფი იყო ნიკოლოზ ურუშაძე. ვგიჟდები ამ ადამიანზე!  სრულიად შემთხვევით წავაწყდი და მაშინვე დავჯავშნე. საოცარი ხარისხის ფოტოებს იღებს. ამავედროს  ძალიან მეგობრული და უშუალო ადამიანი, ძალიან მზრუნველიც, მთელი ქორწილი ჩემი კაბის სწორებაში გაატარა.

ქორწილი

როგორც ასეთი ქორწილზე – არასოდეს ვოცნებობდი.  მინდოდა მხოლოდ ორი რამ – ჩემი მეუღლე და დიდი თეთრი კაბა. ეს ორი ოცნება ავისრულე. არ მინდოდა რესტორნის ნაწილი, მაგრამ არ გამოდიოდა, უახლოესი ადამიანები გვახლდნენ თან და აუცილებელი იყო.  თუმცა  იმდენად კარგი დრო გავატარეთ რესტორანში, რომ ეს დღე აუცილებლად ასე უნდა დაგვირგვინებულიყო.

თაფლობის თვე

ჩემი მეუღლის სამსახურიდან გამომდინარე საქორწინო მოგზაურობა არ გვქონია, თუმცა ეს მტკივნეულად არ გადაგვიტანია, რადგან ისედაც მარტოები ვცხოვრობთ და თან 6 თვის ცოლ-ქმარი ვიყავით.

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ არ დაზოგონ თანხები საქორწილო კაბაზე, თუ ამის საშუალება არის.  ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა, და ასეც დარჩება თქვენს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა,  იქნება თუ არა მეორე ქორწინება. ამიტომ ამ დღეს საოცრად უნდა გამოიყურებოდეთ. ამავედროს, ვფიქრობ, რომ ეს დღე მართლა მარტო პატარძლისაა და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მას სურთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს სხვებს მოსწონთ თუ არა. ყველაფერი აუცილებლად თქვენთვითონ გააკეთეთ, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.

42699655_283995112214213_8969229854058741760_n42936425_815862565471739_7530341670173278208_n42885046_302960140430334_3471888177235492864_n42823303_1910130379296157_8877724995996876800_n42780573_2334491943503874_2558822368269041664_n42766865_1911561085590406_2607423376376987648_n42754231_251528722375399_5937693377918140416_n42719559_2206679092937393_7896223607632691200_n42727214_306957660101948_8834040896514162688_n42705379_509310869480394_5918067318700638208_n42699684_587140615034366_2863427955776815104_n42687657_1915857842052217_1527150388883488768_n42709094_249574875741085_1675621008804937728_n

კომენტარები