TOP

როგორ სთხოვდა დენ სმიტი ცოლობას საყვარელ ქალს 365 დღის განმავლობაში

დენ სმიტი ერთი წელი ემზადებოდა იმისთვის, რომ მისი მეგობარი გოგონასთვის ცოლობა ეთხოვა. ის 365 დღის განმავლობაში საიდუმლოდ წერდა ვიდეოებს, სადაც თეთრ დაფაზე მარკერით გაკეთებულ წარწერასთან ერთად მისი ყოველდღიური საქმიანობაც ჩანდა. „ცოლად გამომყვები?“, „მაქცევ მსოფლიში ყველაზე ბედნიერ კაცად?“, „მიყვარხარ“ და სხვა წარწერებით უხსნიდა დენი სიყვარულს ჯენიფერს ყოველ დღე და ცოლობას სთხოვდა.
365 დღის შემდეგ, საიდუმლოს გამხელის დროც დადგა. სანამ ჯენიფერი დაბადების დღის სადილისთვის ემზადებოდა, მისი და შევიდა ოთახში და პლაჟზე გაყოლა სთხოვა. იქ მას მისცეს პლანშეტი, რომელშიც დაბადების დღის სიურპრიზი იყო ჩაწერილი. ვიდეოს ყურებისას ჯენიფერი ცრემლებს ვერ იკავებდა. ბოლო კადრის ნახვის შემდეგ კი მასთან დენი მივიდა და ამჯერად პლაჟზეც სთხოვა, ამჯერად ბოლოჯერ, ცოლად გაჰყოლოდა.
თუ დიდი ხანია ფიქრობთ, და ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, როგორ სთხოვოთ ცოლობა საყვარელ ადამიანს, ეს ვიდეო თქვენთვის შთაგონების წყაროდაც შეიძლება იქცეს.

 

კომენტარები