TOP

როგორ გავხადოთ ჩვენი ქორწილი ვინტაჟური

კლასიკური ქორწილი უფრო და უფრო ნაკლებპოპულარული ხდება. ვინტაჟური ქორწილები, შეიძლება ითქვას, მოდაშია. ბევრი ყვავილით, მაქმანით, ძველი ჭურჭლითა და სხვადასხვა ძველებური ნივთით იდეალური დეკორაცია შეგიძლიათ შექმნათ, თანაც მინიმალური დანახარჯით. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც თქვენი ვინტაჟური ქორწილის ყველა დეტალის სრულყოფაში დაგეხმარებათ:

  1. გამოიყენეთ ძველებური ფინჯნები სასანთლეებად1.
  2. ძველი, ბავშვობისდროინდელი ყუთები, შესაძლოა, ულამაზეს ლარნაკებად აქციოთ2.
  3. არ დაგავიწყდეთ მაგიდის საფარი – ყვავილებიანი იდეალურია ვინტაჟურიქორწილისთვის3.
  4. ძველებური ჩარჩოები მაგიდების დასანომრად გამოიყენეთ4.
  5. ბებიას ჩაიდნები ლარნაკებად გამოგადგებათ5
  6. გააფორმეთ სკამი მაქმანებიანი ქსოვილითა და ყვავილებით6.
  7. ტორტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია – მეტი ყვავილი7
  8. სხვა ტკბილეული მაქმანებითაც შეგიძლიათ გააფორმოთ8
  9. კუთხე, სტუმრების წიგნისთვის ძველი ჩარჩოებითა და სხვა ძველებური ნივთებით გააფორმეთ9
  10. მაქმანებით ფოტოსესიის კუთხეც შეგიძლიათ მოაწყოთ10
  11. სიძეს ვინტაჟური აქსესუარი დაუმაგრეთ პიჯაკზე11
  12. ვინტაჟური სამკაულები პატარძლებს12

კომენტარები