TOP

რესტორანში არ დამსვეს

Hungry-Fat copy

მას შემდეგ, რაც facebook-ზე ერთ-ერთი ფოტოგრაფის პოსტს გადავაწყდით, სათაურით „რესტორანში არ დამსვეს“, დავინტერესდით, თუ როგორ ექცევიან მომსახურე პერსონალს (სტაფს), აქცევენ თუ არა მათ ყურადღებას და რამდენად ითვალისწინებენ ისეთ ელემენტარულ ასპექტს, როგორიცაა რესტორანში „სუფრასთან დასმა“.

 

ჩვენ გამოვკითხეთ რამდენიმე ადამიანი, ცნობილი ფოტოგრაფები და ვიდეო ოპერატორები, რომელთა ვინაობასაც, მათივე თხოვნით, არ ვასახელებთ. მათ დეტალურად გაიხსენეს ის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც „რესტორანში არ დასვეს“.

 

ჩვენ შევეცდებით, მოკლედ მოგახსენოთ მათი სათქმელი.

 

ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც თქვენ სხედხართ, მიირთმევთ და ამ დროს, ის ადამიანები, რომლებიც მთელი დღე გემსახურებოდნენ, ქმნიდნენ თქვენი ქორწილის ისტორიას, როგორც ფოტოზე ასევე ვიდეო კადრებზე, თქვენს წინ დგანან, მარტივად რომ ვთქვათ, მშივრები!

 

ძალიან დიდი სირცხვილია როდესაც, ბენდი თქვენს გასართობად უკრავს და შესვენების დროს ისინი ფეხზე დგანან !

 

როდესაც თქვენ გგონიათ, რომ სტაფის მაგიდას ითვალისწინებთ და ამ მაგიდის გარშემო არის 5 სკამი, მაშინ, როცა მხოლოდ მუსიკოსების რაოდენობა 6 ან მეტია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა ადამიანი ერთ მაგიდასთან, შეიძლება, ვერ დაეტიოს!

 

„მე სტაფისთვის მაგიდა გამოვყავი და ვინც მოასწრო დაჯდეს“ ; „მე სტაფისთვის მაგიდა გამოვყავი და რიგრიგობით შეენაცვლონ ერთმანეთს“ – ეს გამამართლებელი პასუხი არ არის!

 

როდესაც ქორწილის დაწყებიდან 3 საათის შემდეგ თქვენ მიდიხართ სტაფთან და ეუბნებით „აი, ეხლავე გამოცვლიან თეფშებს და დაგსვამთ“, მაშინ როდესაც სტუმარი მიდის და მის ადგილზე სვამთ…

როდესაც ეუბნებით: „სადმე, სადაც ადგილს ნახავ, დაჯექი“ და ამ დროს სტუმრის ადგილას აღმოჩნდება სტაფის წევრი…

 

როდესაც, უბრალოდ, წასვლის წინ ეკითხებით, იჯდა, თუ არ იჯდა, თქვენი ფოტოგრაფი ან ვიდეო ოპერატორი.

 

ეს ძალიან დიდი უპატივცემულობაა !

 

 

ვისაც სამომავლოდ დაგეგმილი გაქვთ ქორწილი აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევა ! 

სტაფის წევრებისთვის მოსაწვევების გაგზავნა და მათი, როგორც სტუმრის სტატუსით მიღება, არის ნიშანი პატივისცემისა და მეგობრული ურთიერთობისა !