TOP

რეალობად ქცეული საოცნებო ქორწილი

11880651_932150500165792_4021465348019052522_n

დიკო სესიაშვილმა და იტაი პატიაშვილმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ერთი წლისა და სამი თვის შემდეგ დაქორწინდნენ. ქორწილი თვითონვე დაგეგმეს და ყველაფერი იდეალურად გამოუვიდათ. ქორწილის დეტალებსა და შთაბეჭდილებებზე დიკოს ვესაუბრეთ.

 

ქორწილამდე12083946_687740411362191_1465502947_n

ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. სტუდენტური დღეები იწყებოდა და მახსოვს, როგორ ემზადებოდნენ და მღეროდნენ სეუ-ის ბარში.მოხიბლული ვუყურებდი და ვუსმენდი მის ნამღერს, ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ვესალმებოდით ერთმანეთს, არც სოციალურ ქსელში ვიყავით მეგობრები. შემდეგ კი, როგორც ხდება ხოლმე, დამამატა ფეისბუკზე და იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი. ერთი წელი და 5 თვეა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, აქედან 2 თვე, ცოლ-ქმარი ვართ.

ხელის თხოვნა

არ მომწონს ოფიციალური ხელის თხოვნა და მან ეს იცოდა. 7თვე იყო გასული, რაც ერთად ვიყავით უკვე, ერთ დღესაც მითხრა, რომ ოქროს ბეჭდის ყიდვა უნდოდა თავისთვის და მთხოვა გავყოლოდი. ვნახეთ უამრავი ბეჭედი, როცა ერთ-ერთის ყიდვა ვურჩიე, კონსულტანტს უთხრა, მეორეც მინდა ვიყიდოო. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, დავიბენი, გავიკეთე თითზე, ვუყურებდი და არ მჯეროდა. როცა კონსულტანტმა მოგვილოცა, გავოგნდი, რას მილოცავს-მეთქი. გული ამიჩქარდა, ვეღარ დავდიოდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ძალიან მიხაროდა. ამ ბეჭდებს ქორწილამდე ვინახავდით.

მზადება ქორწილისთვის

მზადება ერთი თვით ადრე დავიწყეთ, გადავწყვიტეთ რომ ყველაფერი ჩვენით გაგვეკეთებინა, რამოდენიმე საკითხს კი მშობლებთან ერთად განვიხილავდით. ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. თავიდანვე ვთქვი, თუ გვექნება ქორწილი, ყველაფერი იდეალური უნდა იყოს-მეთქი. ამიტომ, ტორტს ვარჩევდი ერთი კვირა, რაღაც განსხვავებული მინდოდა, ქაფქეიქებით და სხვადასხვა დეტალით. ვარჩევდი ჭრელ თაიგულს, მინდოდა უცხო ყვავილები.

ლოკაცია ცერემონიისთვის

ქორწილის გადახდა რესტორან „მუხამბაზში“ გადავწყვიტეთ. ულამაზესი ეზო აქვს. ჩემი ოცნება იყო ღია ცის ქვეშ ყოფილიყო ხელის მოწერა და მამას მივეყვანე იქამდე. ბავშვობიდან მომწონდა ასეთი ცერემონია. მოვიყვანეთ მუსიკოსები, ვიოლინომ და ჩელომ უფრო საინტერესო და სანახაობრივი გადახა ყველაფერი. დაქირავებული ორგანიზატორი არ გვყოლია, ჩემი დედამთილი ლელა არის დიზაინერი და ყველაფერი მან გააკეთა – დეკორი და ა.შ. არაფერს ვკითხულობდი, როგორი ყვავილებით იქნებოდა მორთული და რა ფერებში, მინდოდა ეს ჩემთვისაც სიურპრიზი ყოფილიყო და გაოცებული დავრჩი. არ მიყვარს ოფიციალურად სახლში ამოსვლა და სახლიდან წასვლა. ამიტომ ნომერი ავიღეთ სასტუმრო ,,rooms hotel-ში“, სადაც ჩავიცვი და მაკიაჟი გავიკეთე. დიდი მადლობა მათ ასეთი თბილი დახვედრისთვის, ასევე დიდი მადლობა მომსახურე პერსონალს, ბევრი სიურპრიზი დაგვახვედრეს.

კაბა

11875038_932150566832452_2556631231551077603_o

მეგონა, გამიჭირდებოდა კაბის არჩევა და დიდი დრო დამჭირდებოდა, მაგრამ 1 დღეში ავარჩიე გადავწყვიტე ყველაფერი. მარტო ის ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა შემეკერა, მაღაზიებში არ გავსულვარ, არცერთი კაბა არ ჩამიცვამს. ავარჩიე „კარლ ლაგერფელდის“კაბა. მინდოდა, სადა და უცხო, რაიმე დეტალით განსხვავებული. ვფიქრობდი, რომ ამ კაბას ვერ შეკერავდნენ და ცოტა ვნერვიულობდი. გამიმართლა, როცა დიზაინერ ნატო გაბეჩავასთან მივედი, თავიდანვე მითხრა, რომ საკმაოდ რთული კაბა მქონდა შერჩეული, მაგრამ მაინც ეს მინდოდა. კაბა გამოვიდა საოცარი, ერთი-ერთში.

ვარცხნილობა და მაკიაჟი

ქორწილის დღესაც კი, არ მქონდა მოფიქრებული მაკიაჟი და ვარცხნილობა. ერთი ის ვიცოდი, რომ კაბა რადგან სადა იყო აქცენტი უნდა გაკეთებულიყო თაიგულზე, ვარცხნილობასა და მაკიაჟზე, ყველაფერი იდეალური გამოვიდა.

მეჯვარეები

მეჯვარეების არჩევა არ არის რთული. ყველა თავის უახლოეს მეგობარს ირჩევს, ასე რომ არ გაგვჭირვებია.

ფოტოსესია და ფოტოგრაფი

11951212_932150786832430_3048791468430969429_n

ქორწილში ერთ-ერთი მთავარი რამ არის ფოტოგრაფი. ამ ყველაფრის მერე მხოლოდ სურათები და მოგონებები გრჩება. დიდხანს ვარჩევდი ფოტოგრაფს, ყველა სხვადასხვას მირჩევდა და ვერ ვიღებდი გადაწყვეტილებას. ბოლოს მეგობარმა მირჩია კოტე ზურაშვილი. ძალიან კმაყოფილი და გახარებული დავრჩი მისი პროფესიონალიზმით. ფოტოსესია „rooms hotel-ში“ გვქონდა, ძალიან დიდი მადლობა მათ.

პირველი ცეკვა

10 წელია მოცეკვავე ვარ და ქორწილში მინდოდა ქართული გვეცეკვა, მაგრამ იტა წინააღმდეგი იყო და უცებ ქორწილის წინა დღეს დამთანხმდა. ძალიან გამიხარდა და იმ ღამესვე დავდგი ცეკვა.

საქორწილო მოგზაურობა

ბევრი ვიფიქრეთ, თუ სად უნდა წავსულიყავით საქორწილო მოგზაურობაში. ამდენი არჩევით და ფიქრით დრო ისე გავიდა რომ მხოლოდ 1 კვირა გქვონდა დარჩენილი და ვიზა გვჭირდებოდა და ასეთ დროში ვერ ვასწრებდით აღებას, ამიტომ უცებ გადავწყვიტეთ თურქეთში წასვლა.

საოცნებო ქორწილი, თუ?!

ქორწილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, იმაზე მეტი იყო ვიდრე ველოდით. რაც მთავარია, ყველა კმაყოფილი დარჩა. მთელი კვირა ვერ გამოვდიოდით მდგომარეობიდან, ისეთ ემოციებში ვიყავით. არაფერი გქვონდა დადგმული, ყველაფერი იყო ბუნებრივი, რაც ძალიან კარგია. ეს იყო ის, რაზეც ვოცნებობდი.

რჩევები მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევ, რომ ყველაფრისგან მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება. თუ თვითონ ჩაერთვებიან ამ სამზადისში, ეს სახალისო და სასიამოვნო იქნება. არ იფიქროთ დიდხანს კაბაზე, თაიგულზე, ვარცნილობაზე, ლოკაციაზე და ა.შ., რადგან უფრო გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება. გაერთეთ მაქსიმალურად და გახსოვდეთ, ღიმილი ყველაზე მთავარია.

11926051_932150006832508_4400242325999382831_o11949432_932150046832504_3383685548168751641_n11954577_932150230165819_5637819358979868206_n11960133_932151470165695_6041511524393714559_n 11960247_932150443499131_891173031255097428_n 11201905_932150336832475_2622706186493629768_n   11891175_932151166832392_5667975072387268190_n 11898887_932150430165799_1278719860977011859_n 11904625_932150486832460_6144459717940384613_n 11907146_932150580165784_6068526773530183035_n   11953230_932150706832438_3487271773967836783_n  11954686_932151513499024_894781241120471810_n11219059_932151590165683_4885256392369801038_n11880358_932151933498982_104703617479651377_n

 

კომენტარები