TOP

ორი ქორწილი – ერთი წყვილი

21272567_816249745226951_5117203865823999787_n
ქორწილამდე
24337539_825639670931118_727663652_nმე და სანდრომ ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გავიცანით 2014 წლის ზაფხულში.ეს იყო სულ 5 წუთიანი შეხვედრა,ნახევარი წლის შემდეგ გავხდით ფეისბუქ მეგობრები და აქედან დაიწყო ყველაფერი.სანდრო ჩვენგან შორს, ამერიკაშიცხოვრობდა, ამიტომაც ვირტუალური ურთიერთობა გვაკავშირებდა 4 თვის განმავლობაში. ვგეგმავდით შეხვედრას. ადგილი,სადაც პირველად შევხვდით იყო:უფლისციხე. 2 წლის შემდეგ კი სანდრომ სწორედ ამ ადგილას მთხოვა ხელი. შეხვედრამ ჩაიარა იდეალურად,თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით, სანამ მას წასვლის დღე არ მოუვიდოდა.წელიწადში ორჯერ ყოველთვის ახერხებდა 2 თვით ჩამოსვლას.ბევრი ტკბილი მოგონება გვაქვს მოგროვილი ერთად. მოკლეთ ასე, პირველივე პაემნიდან დავიჩემეთ ერთმანეთი და მის შემდეგ დღე არ გაგვიტარებია უერთმანეთოდ.

 

ხელის თხოვნა

24331470_825639664264452_161450120_nსურპრიზების დღე – ასე შევარქვი ჩემს დაბადების დღეს სანდროს გაცნობის შემდეგ. ეს იყო 23 აგვისტო.შუადღით სანდრო მოვიდა ჩემთან, თაიგულით და საჩუქრებით,მეუბნება ჩაიცვი, სადღაც მივდივართო, ვკითხე სად თქო, გამიღიმა და არაფერი მიპასუხა. ჩავთვალე24337311_825639667597785_1508753860_n სურპრიზია და აღარ დავსვი ბევრი კითხვა.  მოლოდინი მქონდა რესტორანში წასვლისა, რომელიც ბოლოს კი გამართლდა, მაგრამ მანამდე იმ მთავარს ვერც წარმოვიდგენდი. გზად უფლისციხეში შევიარეთ,როგორც ,”ჩვენი სიყვარულის ადგილი” .სანდროს დრონი ჰქონდა წამოღებული და იღებდა,როგორც ყოველთვის. ტაძართან ახლოს მივედით, ლამაზი ხედი იშლება, მკითხა მომწონდა თუ არა და ვუპასუხე კი- თქო.შემომთავაზა დრონით თუ გინდა სურათს გადაგიღებო, თან დამიმატა: გასწავლი, როგორც ვმართავ და შენ გადაიღეო, ნუ ეს იდეაც მოვიწონე. სანამ მე სურათების გადაღებით ვიყავი გართული, ჩემგან მარცხნივ სანდრო მუხლზე დაჩოქილი ხელს მთხოვდა, ასე გამოვიდა, საკუთარი ხელის თხოვნა და თანხმობა მე გადავიღე,სრულიად გაუაზრებლად.რაც მთავარია, პასუხი იყო დადებითი. ეს იყო ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი წუთები ჩემს ცხოვრებაში.
მზადება ქორწილისთვის
ქორწილის სამზადისი არაჩვეულებრივი და ურთულესი ფენომენია.იმაზე რთული და საინტერესო პროცესია ვიდრე ველოდი. თითქმის ერთი წელი მეგობრებთან ერთად კრეატიულ იდეებს ვაგროვებდი.სამზადისს 6 თვე მაინც დასჭირდა, ამ პროცესში ახლობლებიც ჩართულნი იყვნენ. მათთან ერთად ვარჩევდი თითოეულ დეტალს. დიზაინიდან დაწყებული, მეჯვარეების კაბის ფერით დამთავრებული. ასევე,მქონდა გაკეთებული სია, რის მიხედვითაც უფრო გააზრებულად ვემზადებოდით.
კაბა
რაც შეეხება კაბას, ყველაზე მნიშვნელოვან ქორწილის დეტალზე, ვიტყვი, რომ სწორედ ოცნების კაბა მეცვა,როგორიც მქონდა ჩაფიქრებული.კაბის სტილზე წინასწარ ვიყავი ჩამოყალიბებული. ამიტომაც შერჩევის დროს ზუსტად ვიცოდი როგორი უნდა შემოეთავაზებინათ. მოლოდინი გამიმართლდა ნამდვილად და კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.
21231652_816251201893472_3898829703130721663_n
თმა და მაკიაჟი
თმასა და მაკიაჟზე ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ იმედი არ გამიცრუვდებოდა.მათ თამამად მივანდე ჩემს გარეგნობაზე ზრუნვა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის დღე ძალიან ცხელოდა, განსაკუთვრებით კი ჯვრისწერისას, მეგონა ვერ შევინარჩუნრებდი მაკიაჟის პირვანდელ სახეს, მაგრამ ჩემდა სასიხარულოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ძალიან კმაყოფილიც ვარ.
23561855_818906698271082_73571781454769717_n
ლოკაცია
ჯვრისწერა გაიმართა მცხეთაში,ჯვრის მონასტერში. ქორწილი კი რესტორან ნაჭარმაგევზე. რაც შეეხება ხელის მოწერის ცერემონიას, საქართველოში არ მოგვიწერია. ამიტომ დამატებითი ლოკაციის ადგილი ავტომატურად გამოვრიცხეთ
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ის რაც ქორწილის შემდეგ რჩება და აფიქსირებს მნიშვნელოვან დეტალებს არის ფოტოები.ამიტომაც ძალიან ძნელია ეს ლამაზი დღე მიანდო ნებისმიერს. ჩემი ფოტოგრაფი იყო ოლია პაპასკირი. ნამდვილად გამართლება ჰქვია ამას, ოლიასნაირი პროფესიონალი რომ შეგხვდება. .ფოტოსესია თბილისში გაიმართა,სასტუმრო ამბასადორში, ვერანდაზე. დავამატებ მეორე ფოტოგრაფსაც ევა კაპანაძე. ეს უკვე ამერიკაში, მეორედ გამართულ ქორწილზე. ფოტოსესია გაიმართა ნიუ იურკში, ცენტრალ პარკში.დიდი მადლობა მათ ასეთი ნაყოფიერი მომსახურეობისათვის.
ქორწილი
ქორწილი წარიმართა,როგორც ჩაფიქრებული იყო.ზუსტად ისეთი და უკეთესი იყო, რასაც ველოდით. დამსწრე საზოგადოება ძალიან კმაყოფილი და ემოციებით დატვითულნი წავიდნენ. მთავარი ტრადიციაც დავარღვიეთ, ქორწილი ჩხუბის გარეშე დასრულდა.
მეორე ქორწილი
მეორე ქორწილი გაიმართა ამერიკაში, ქართულ რესტორან- “მიმინოში”.ფოტოსესია გვქონდა მანჰეტენზე, ცენტრალ პარკში. ჩვენს ფოტო მომსახურეობაზე იზრუნა ევა კაპანაძემ. ძალიან გაგვიმართლა, 25 ნოემბერს ამინდი იყო შესანიშნავი. რესტორანი 6 საათზე დაიწყო.სტუმრების უმრავლესობა ქართველი იყო. როგორც ქართულ ქორწილს შეეფერება, პირველი ცეკვა გახსნა სიძის მეჯვარემ, შევასრულეთ-ცეკვა ქართული. ასევე, თამადა იყო ქართული ნაციონალური სამოსით. მუსიკალურ მხარეზე იზრუნა-ნინი წიკლაურმა. ქორწილის დასასრულისკენ თაიგულის სროლის ნაცვლად, იყო ხელის თხოვნა.პატარძალმა მიუტანა პირდაპირ მომავალ  პატარძალს თაიგული. პასუხი დადებითი იყო და ასე ,მეორე ქორწილმაც არაჩვეულებრივად ჩაიარა.
24337548_825024504325968_1776415078_n
საქორწილო მოგზაურობა
ქორწილის შემდეგ წავედით ბათუმში, Hotel Intourist Palace, 1 კვირით,სადაც შესანიშნავი დრო გავატარეთ. ერთი კვირის შემდეგ კი ამერიკაში, აქ უკვე საცხოვრებლად.
რჩევა მომავალ პატარძლებს
რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩართეთ ქორწილის სამზადისში.დაიწყეთ ყველაფრის დაგეგმვა ქორწილამდე დიდი ხნით ადრე.აუცილებლად დატესტეთ თმა და მაკიაჟი, თუ მას პირველად ქორწილის დღეს ანდობთ თქვენს გარეგნობაზე ზრუნვას. კაბის შერჩევის დროს მოირგეთ თქვენი სტილი და არა სხვაზე რაც მოგეწონათ. დიდი ყურადღება მიაქციეთ ფოტო და ვიდეო მომსახურეობას და რაც მთავარია დატკბით ამ განუმეორებელი დღის წუთებით.
21231836_816246938560565_7503188131605486253_n 21231986_816253195226606_4556118605765601815_n 21272380_816252141893378_4354920788710859271_n 21271273_816251511893441_3655142356629010581_n 21271070_816253245226601_2701142681696363450_n 21232120_816251681893424_9172481998763887019_n 21272573_816253895226536_432969032837959881_n
21430265_787995464695539_4671330616291922802_n24282183_825024540992631_415171488_n24337554_825024470992638_922835407_n24331372_825024480992637_757155179_n24337189_825024574325961_199149107_n24273302_825024644325954_231731215_n21462914_787995454695540_6678299961739209628_n 21687423_793412044153881_177271268320629968_n 21742998_789837047844714_202995202830708745_n 21430445_787995544695531_4198848458368134854_n 21232028_816252841893308_2378573377636778047_n 21231900_816254688559790_8097124515582017960_n 21232142_816252931893299_5347061316909775003_n 21462647_788777001284052_7314959386921800440_n 21462543_788014418026977_6579301978991241557_n 21270832_816254408559818_3031551862365920398_n 21231094_816252458560013_5754617067005746755_n 21271342_816254821893110_2609423230047791829_n 21369422_816252601893332_6882555786578149953_n 21314412_816251751893417_4798389551574400200_n 21371103_816252928559966_5053022747517217674_n 21462427_788014458026973_2928098945777551946_n 24172274_1847656085525364_847321493_n 21462808_788014544693631_5175723877961501099_n 21430353_788014474693638_5092315669699088390_n 21271282_816254751893117_3459073715794470382_n

კომენტარები