TOP

ნაწნავებიანი გოგოს სიყვარულის ისტორია

0O5A5321

ქორწილამდე

14732315_1781289208751404_7298177981359472652_nქორწილამდე მე და ბუხუმ ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გავიცანით. ეს იყო ორი წლის წინ. ბუხუ ახალი ჩამოსული იყო საქართველოში, მანამდე ესპანეთში ცხოვრობდა. ერთ ადგილას ვცხოვრობდით,სულ ათი წუთის სავალზე ერთმანეთისგან, შესაბამისად თითქმის ყოველდღე გვიწევდა ერთმანეთთან შეხვედრა. მე მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და ზუსტად იმ პერიოდში მომიწია ბუხუს გაცნობაც. გრძელი თმა მქონდა ძალიან და ერთ დღესაც გადავწყვიტე ნაწნავები გამეკეთებინა, გაჩერებაზე მდგარს ბუხუმ თვალი მომკრა თურმე და როგორც თვითონ ამბობს, მაშინვე მიხვდა, რომ მე ის ვიყავი ვისთან ერთადაც ცხოვრების გატარება უნდოდა. არ დააყოვნა და მომწერა “როგორ გიხდება კიკინები.”მე გავიხედ გამოვიხედე,მაგრამ ვერავინ დავინახე და შემდეგ მომწერა ჩავიარე უკვე და ტყუილად იხედები აქეთ-იქითო. გამეცინა, მეთქი საიდან მიხვდა,რომ ასე გავაკეთებდი.  ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ბუხუ ჩემზე რვა წლით დიდია, მაშინ მე 17-ის ვიყავი, შესაბამისად ის 25-ის. ასაკზე არც მიფიქრია. თავიდან, სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა მეშინოდა რაღაცნაირად, რადგან ბიჭებს არ ვენდობოდი, მაგრამ ბუხუ როგორც კი უკეთ გავიცანი, მივხვდი ვინ იყო. მის თითოეულ ქცევასა და სიტყვაში იგრძნობოდა, რომ ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად უყურებდა პირველი დღიდანვე. მე აბიტურიენტობის ბოლო პერიოდი მქონდა და ვცდილობდი ხელშემშლელი ფაქტორები არ მქონოდა, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა, ბუხუ მეტი სტიმული გახდა ჩემთვის. ძალიან ცოტახანი იყო რაც ურთიერთობა დავიწყეთ და ჯერ კიდევ გაცნობის ეტაპზე ვიყავით. ორივეს გვინდოდა ჩემებისთვის ყველაფერი გვეთქვა,მაგრამ ამისთვის განსაზღვრული გვქონდა დრო, მაგრამ ვინ გვაცადა! ხმა “გავარდა” ერთი ქვემო სვანია მარიამი უყვარსო და ამ ყველაფერმაც მიაღწია მშობლების ყურამდე. ველოდი,რომ ატყდებოდა ერთი ამბავი,რადგან მაინც ორივე მხრიდან სვანი ვარ და მოგეხსენებათ სვანებს ცოტა რთული ხასიათი აქვთ. რატომღაც მეგონა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა ჩემებს ამასთან შეგუება, მითუმეტეს მამას, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ბუხუმ, მამამ, ჩემმა პატარა ძმამ და ბიძაჩემმა ერთმანეთი გაიცნეს და კმაყოფილი მამიკოც ღიმილიანი დაბრუნდა სახლში. ასეც ვიცოდი, რადგან ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და მშობლები ბავშვობიდან მინერგავდნენ, რომ ჩემი მომავალი მეუღლე უნდა ყოფილი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი და რაც მთავარია, კარგი ოჯახის შვილი. რადგანაც მამამ და დედამ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახეს და ყურებით მოისმინეს – დამშვიდნენ და ჩვენც დავმშვიდდით.

ხელის თხოვნა

16665307_1829625247251133_8288705697549726679_oრამდენიმე თვეში დავიღალეთ ამ ყველაფრით და გადავწყვიტეთ მე და ბუხუმ, რომ ნიშნობა გაგვეკეთებინა. ხელის თხოვნა ოჯახურ გარემოში მოხდა, დღე და ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა. არ ვტრაბახობ, თუმცა ერთი ქორწილი იყო ჩვენი ნიშნობაც. დიდი სანათესაო წრე გვყავს ორივეს და შესაბამისად ვერ მოვახერხეთ ძალიან ვიწრო წრეში ამ ყველაფრის აღნიშვნა. ნიშნობა 13 თებერვალს გავაკეთეთ,ჩვენი სიმბოლური რიცხვია 13. ამის შემდეგ რაღაც პერიოდი ხალხიც დაშოშმინდა და ჩვენც. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ დაიწყო გაუთავებელი კითხვები იმაზე, თუ როდის ვაპირებდით ქორწილს. არსად გვეჩქარებოდა, მე ვსწავლობდი, ბუხუ მუშაობდა და ნელ-ნელა მოვემზადებოდით ქორწილისთვისაც. 9 თვე ვიყავით დანიშნულები და გადავწყვიტეთ, რომ უკვე ქორწილი გაგვეკეთებინა.

მზადება ქორწილისთვის

ქორწილის სამზადისი 3 კვირა გაგრძელდა. საერთოდ ყველაფერი მე და ბუხუმ გავაკეთეთ. ერთი ადამიანიც კი არ დაგვიხმარებია. რა თქმა უნდა, რთული იყო. სამი კვირის განმავლობაში ყოველ დღე, დილიდან საღამომდე გადარბენა, მაგრამ მე თვითონ მინდოდა ყველაფერი ჩემი გემოვნებით გამეკეთებინა, რადგან ქორწილი იყო ის დღე, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვგეგმავდი ჩემს ფანტაზიაში.

კაბა

რა თქმა უნდა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კაბა. კაბას ვარჩევდი ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ერთხელ შემთხვევით ვნახე ის კაბა, რომელზეც ვთქვი: ეს ის არის ! ბევრი არც მიფიქრია. ახლა დრო იყო მომეძებნა მკერავი, ვინც ამ ჩემს ბრწყინვალებას სისრულეში მოიყვანდა. მქონდა რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თამუნა გვენეტაძეს, რომელიც დამეხმარა და მირჩია საოცარი ქალბატონი და თავისი საქმის უბადლო მცოდე, ლალიკო ძამაშვილი, როგორც შემდეგ გავიგე ის ქართველ დიზაინერთან ლაშა ჯოხაძესთან მუშაობდა. მივედი მასთან და ასე ვთქვათ ჩემი ოცნება ვანდე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და უბედნიერესი ვიყავი, რადგან ეს კაბა არის სასწაული ! ასეთი მინდოდა,გრანდიოზული,დიდი,გაშლილი გრძელი ფატით და რაც მთავარია რაღაც დედოფლური.

0O5A4662

თმა და მაკიაჟი

თმა და მაკიაჟი არის ყველაფერი! მინდოდა თმა ისე მქონოდა, რომ სახე კარგად გამომჩენოდა და მაკიაჟი ყოფილიყო არც ძალიან სადა და არც ძალიან ზედმეტი, უბრალოდ უნდა ყოფილიყო ეფექტური.ეს ყველაფერი მივანდე შესანიშნავ ადამიანს ეკატერინე ჩანჩიბაძეს, რომელიც არა მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალია, არამედ საოცარი ადამიანი. ვარცხნილობით და მაკიაჟითაც გაოცებული დავრჩი.მადლობა მას.

0O5A4367

ტორტი

ჩვენი ტორტი იყო ლეგატოს ნამუშევარი და ძალიან კმაყოფილები დავრჩით,უგემრიელესი და ულამაზესი

0O5A5854ლოკაცია

ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ,რადგან ეს თავიდანვე ვთქვით. ქორწილი გადავიხადეთ შესანიშნავ რესტორან შარბათში, ჩემი მეგობრის, მეჯვარის რჩევით. ის მოცეკვავეა და შეხება ჰქონდა ამ რესტორანთან. ჩემთვის რესტორნის შერჩევისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო დარბაზის მოცულობა და საცეკვაო ადგილი. ნანახით კმაყოფილი დავრჩი ამიტომ სხვა ვარიანტი არც განგვიხილავს. საოცარი რესტორანია, საოცარი მუსიკით, მომსახურებით,კ ერძებით და საერთოდ ყველაფრით. გადასაღები ლოკაციები იყო მცხეთა,წყნეთი და ლისის ტბა. ბუნებაში გვინდოდა გადაღება, სვანები ვართ ორივე და ბუნება უზომოდ გვიყვარს,ამიტომ ასე გადავწყვიტეთ.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფი იყო ზურა ქართველიშვილი, რომელიც ავარჩიე ჩემი ფოტოგრაფების ათეულიდან და ნამდვილად ყველას ვურჩევ, რადგან ფოტოები არის საოცარი ! ვიდეო გადაღება კი ვანდეთ weddingcinema-ს,დარწმუნებული ვარ ვიდეოც საოცრება იქნება,რადგან რაღაც ფრაგმენტები მაქვს ნანახი,თუმცა სრულ ვერსიას ველოდებით.

ქორწილი

ქორწილი იყო ის რაც ყოველთვის მინდოდა,დაახლოებით 200 კაციანი. ჩემი დიზაინით, მუსიკით და ყველაფრით. ძალიაან კმაყოფილები ვიყავით ჩვენ, რამაც ძალიან გამახარა სტუმრებიც.

საქორწინო მოგზაურობა

გამთენიისას გვქონდა ფრენა. ერთი კვირით წავედით პარიზში. სიმბოლურად სიყვარულის ქალაქში. ეს ერთი კვირა იყო საოცრება! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პარიზის რაღაც ნაწილი ფეხით შემოვიარეთ და რაც კი რამ სანახავი იყო ყველაფერი მოვინახულეთ. საოცარი გრძნობა იყო, მარტო ჩემს ბუხუსთან ერთად მრავალი სილამაზის ნახვა. ზოგადად სულ ვამბობ რომ არააქვს მნიშვნელობა სად წახვალ პარიზში თუ რომელიმე პატარა სოფელში, საყვარელ ადამიანთან ერთად ჩემთვის პირადად ყველგან სამოთხეა.

IMG_2108 IMG_2562 IMG_2569 XBGE9181

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომაალ პატარძლებს მინდა ვურჩიო,რომ ყველაფერი საკუთარი გემოვნებით გააკეთონ მეორე ნახევართან ერთად, რადგან თუ რამე არ მოგეწონებათ საკუთარ თავს მოსთხოვთ და სხვაზე არ განაწყენდებით. კიდევ ძალიან დიდი ყურადღებით შეარჩიეთ ფოტო და ვიდეო გადაღება და ამისთვის თანხა არ დაიშუროთ, რადგან ყველაფრად ღირს ბოლოს იმ სილამაზის ნახვა რაც ფოტოებში და ვიდეოშია. სულ რომ არ იყო ქორწილში, ისეთია, რომ შეგრძნებას მოგცემს თითქოს იქ იყავი. რაც მთავარია წვრილმანებსაც მიაქციეთ ყურადღება,ერთი პატარა რამ ძალიან დიდად ჩანს. კაბის ქირაობაში დიდი თანხის გადახდას, გირჩევთ შეიკეროთ. შეიძლებ უფრო ნაკლებიც დაგიჯდეთ და თან დაგრჩებათ. მოკლედ, თუნდაც ძალიან პატარა ქორწილი გააკეთოთ, მთავარია ის სიყვარულით და გემოვნებით იყოს გაკეთებული. სტუმრების რაოდენობას და თანხებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მაგარია სიყვარული და ძალიან მაგარია საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება, რადგან სიცოცხლე უფრო ფერადი და საინტერესოა. რაც  შეიძლება მეტი პოზიტივით და მეტი სიკეთით, სიყვარულით შეუდექით ამ ცხოვრებას და ბედნიერება სულ იქნება თქვენი თანამგზავრი !

0O5A43780O5A4435 0O5A4487 0O5A43850O5A4638 0O5A46580O5A5171 0O5A5048 0O5A5492 0O5A5435 0O5A5506 0O5A5522 0O5A5770 0O5A5864 0O5A6038 0O5A6540 0O5A6539 0O5A6519 0O5A6490

კომენტარები