TOP

ნამდვილი ქართული ქორწილი

IMG_9837copy

სალომემ და ბაქარმა ერთმანეთი 2 წლის წინ საერთო მეგობრის საშუალებით გაიცნეს.  გამომდინარე იქიდან, რომ ბაქარი  წარმოშობით ფშაველი იყო და ეკლესიაში მსახურობდა,  შეიძლება ითქვას, რომ სალომეს გაცნობამდე შეუყვარდა იგი. მალე დაახლოვდნენ,  სიყვარულში გამოუტყდნენ და ზუსტად 2 წლის თავზე შეუღლდნენ. დეტალებზე სალომე გვიამბობს.

ქორწილამდე

ერთმანეთი  2 წლის წინ, საერთო ნაცნობის საშუალებით გავიცანით, თუმცა სრულიად დამოუკიდებლად ავაწყვეთ ურთიერთობა.  ჩემი ოცნება იყო, ჩემი მეუღლე მორწმუნე ყოფილიყო და  ქრისტიანული ოჯახი მქონოდა. როდესაც ბაქარი გავიცანი და  მასზე გავიგე, რომ  სასულიეროში სწავლობდა, სტიქაროსანი იყო და თან ფშავიდან იყო წარმოშობით,  მანამდე შემიყვარდა, სანამ ჩვენი პირველი პაემანი შედგებოდა.  მალე  სიყვარული ამიხსნა, მეც გამოვუტყდი, რომ  უკვე მიყვარდა და შეყვარებულებიც გავხდით. ძალიან მალე მივხვდით, რომ ორივემ სწორედ ის ადამიანი ვიპოვეთ,  ვისთვისაც ვიყავით შექმნილნი და რომ მთელი ცხოვრება ერთად ყოფნა გვინდოდა.

ხელის თხოვნა

ოფიციალურად ხელის თხოვნა არ ყოფილა.  თავიდანვე ნათქვამი მქონდა, რომ სანამ უნივერსიტეტს არ დავამთავრებდი, ვერ  გავთხოვდებოდი. ბოლო წელი ფაქტობრივად ყოველი შეხვედრა  მთავრდებოდა ტექსტით: „აღარ მინდა, შენს სახლში გტოვებდე და მე მარტო მივიოდე, როდის დადგება ის დღე, როდესაც ერთად მივალთ სახლშიო“. ამიტომ როგორც კი  უნივერსტიტეტი დავამთავრე და გამოცდებსაც მოვრჩი, მაშინვე ქორწილის დაგეგმვასაც შევუდექით და ზუსტად 2 წლის თავზე ვიქორწინეთ.

ქორწილის სამზადისი

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჯვრისწერა გვქონდა,  მაინც რთული იყო ყველა დეტალის გათვალისწინება. ყველაფერი მე და ჩემმა მეუღლემ დავგეგმეთ, საქორწილო არკა ბაქარმა საკუთარი ხელით ააწყო. მთლიანობაში ყველაფრის დაგეგმვას 2 კვირა მოვანდომეთ. ძალიან მინდოდა პატარა, სადა ჯვრისწერა, რომელიც აუცილებლად მთაში გაიმართებოდა, ჩემს ქმარს კი გერგეთზე  უნდოდა ჯვრის დაწერა, შესაბამისად გავაერთიანეთ ჩვენი სურვილები და ოცნებები ავისრულეთ.

თქმა და მაკიაჟი

კაბის მიხედვით გავიკეთე ვარცხნილობა.მინდოდა სადა ყოფილიყო.მადლობა MON AMOUR beauty club-ს და ჩემს სტილისტ ნასტიას.იდელაურად გამიკეთა ყვლაფერი.

კაბა

არასოდეს მინდოდა დიდი ფაშფაშა კაბა. მინდოდა, რომ ჩევნი ქორწილის შესაფერისი ყოფილიყო, ამიტომ ჩემი გემოვნებით შევიკერე ქართული ტრადიციული სადა კაბა სამკერვალოში, სადაც მსგავსი ტიპის სამოსი იკერება (choxa.ge). ზუსტად  ისეთი შემიკერეს, როგორიც მინდოდა, ყველა დეტალი გაითვალისწინეს. ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

IMG_9807copy

ლოკაცია

ჩვენ ორივეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, ბევრი მხარე გვაქვს მოვლილი, ამიტომ ავარჩიეთ ისეთი ადგილები, რომლებსაც ჩვენთვის რაღაცა სახის დატვირთვა ჰქონდა და ძალიან გვიყვარდა.  ჯვრისწერა გერგეთის სამებაში გაიმართა,   ხელის მოწერის ცერემონია  ყაზბეგის ერთ-ერთ სოფელ ჯუთაში, ხოლო თვითონ ქორწილი კი ერთ პატარა მყუდრო სასტუმო GOOD INN HOTEL-ში

IMG_9925copy

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ყველაზე დიდი ხანი ფოტოგრაფზე ვფიქრობდი და ბოლოს ალექს აფციაურზე შევაჩერე არჩევანი. ფოტოსესია ძირითადად ჯუთაში გვქონდა. ნამდვილად გამიმართლდა იმედები, არაჩვეულებრივი ფოტოები გამოვიდა.

ქორწილი

წინა დღეებში ძალიან ბევრი ვინერვიულეთ, გვეშინოდა რომ რამე  შეფერხება არ ყოფილიყო, მაგრამ  ქორწილმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორიც გვინდოდა. ასე ვთქვათ ქორწილი-ექსკურსია იყო. უამრავი ლამაზი ადგილი  გავიარეთ, რაც სტუმრების უმეტესობას ნანახი არ ჰქონდათ და საბოლოოდ ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

საქორწინო მოგზაურობა

სამწუხაროდ სამსახურებშ მალევე მოგვიწია დაბრუნება და ვერსად მოვახერხეთ წასვლა, თუმცა უახლოეს მომავალში  კიდევ ერთი ოცნების ახდენას და ვენეციაში მოგზაურობას ვაპირებთ.

რჩევა მომავალ პატარძლებს

ვურჩევდი, რომ არავის არ მისცენ უფლება, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე მათ მაგივრად დაგეგმონ. თვითონ იზრუნონ  თითოეულ დეტალზე და  ყველაფერი იდეალური და დაუვიწყარი იქნება.

IMG_9860 IMG_9854copy IMG_9825copy IMG_9753 IMG_9830copy IMG_9749 IMG_9671copy 14469351_1306827212661968_181885289_n (1) 14322193_1306027162763740_3697056568401041133_n IMG_9532copy IMG_9663copy

კომენტარები