TOP

მოულოდნელ, გრანდიოზულ ბუშტებსა და თაიგულში ჩამალული სიურპრიზი

36650707_2123549321224828_9113383112724709376_n

 

ქორწილამდე

36758856_2125258954387198_8374770474365747200_nჩემი და გიორგის ისტორია ჯერ კიდევ 2012 წლის ზამთარში დაიწყო. საერთო მეგობრების წრეში გავიცანით ერთმანეთი, თუმცა იქამდე რაღაც პერიოდის მანძილზე დაუსწრებლადაც ვიცნობდით ერთმანეთს.  ჩვენი კომუნიკაბელურობის დამსახურებით დამეგობრება სწრაფად მოვახერხეთ.  მეგობრობის საწყისი ეტაპი იყო ძალიან აქტიური. ხშირად გავდიოდით ქალაქიდან მეგობრებთან ერთად. იმ პერიოდში ნამდვილად მოვახერხეთ ერთმანეთის კარგად გაცნობა,  თუმცა მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რამდენიმე წელში ჩვენი ისტორია ასე თუ გაგრძელდებოდა. შემდეგ იყო დაახლოებით ერთ წლიანი პაუზა, ამ პერიოდის მანძილზე არც კი გვინახავს ერთმანეთი, მხოლოდ რამდენჯერმე მოკითხვა მახსენდება. 2016 წლის სექტემბერში ურთიერთობა განახლდა, თუმცა კვლავ მეგობრობის ჩარჩოში, მაგრამ მალე მივხვდი რომ ეს ურთიერთობა განხვავდებოდა იმ ყველაფრისგან, რაც ადრე ხდებოდა. როგორც გიორგი ამბობს, ისიც იგივეს ფიქრობდა და დიდი დრო არ დასჭირდა ამის აღიარებას.

ხელის თხოვნა

36562297_2125262447720182_8784432950503538688_nხელის თხოვნა იყო საოცარი, ემოციებით სავსე. იქამდე, რა თქმა უნდა, გვქონდა საუბრები ქორწილზე, თუმცა იმ პერიოდში ხელის თხოვნას ნამდვილად ვერ ვიფიქრედი. ბათუმში ამ მოვლენის დაგეგმვა სიმბოლური იყო, ვინაიდან მეორე სახლია ჩემთვის ბათუმი და ეს დამოკიდებულება გიორგისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. ამიტომ ჩვენი ისტორიის ბათუმთან დაკავშირება გადაწყვიტა და პირველი ნაბიჯიც იქ გადაიდგა.   2017 წლის 25 აგვისტოს ძალიან მშვიდ, წყნარ და ულამაზეს ლოკაციაზე – ანბანის კოშკის  ლაუნჯში მთხოვა ხელი. მიმტანი ბიჭი დავინახე, დიდი თაიგულითა და ბუშტებით მოდიოდა,  ჩემი ყურადღება თაიგულისა და ბუშტების პომპეზურობამ მიიქცია.  ჩემთან რომ მოვიდა, იმ მომენტში, ვერ მივხვდი რა ხდებოდა და ვკითხე ნამდვილად ჩემია თქო? პასუხი იყო ესეთი – კი, შენია. მიბრუნდი და მიხვდებიო. რომ მოვბრუნდი ბეჭდით ხელში საოცრად დაბნეული გიორგი დავინახე და ემოციის შეკავება იმდენად ვერ შევძელი, რომ გადავდე იქ მყოფ ყველა სტუმარს. იყო ბევრი მილოცვა, ტურისტები გვიღებდნენ ფოტოებს, დაბნეული ვიყავი მეც და კიდევ უფრო დაბნეული გიორგი.

მზადება ქორწილისთვის

ქორწილის სამზადისი თითქმის 1 წელი გაგრძელდა. ძალიან მინდოდა გაზაფხულზე ყოფილიყო ქორწილი, ამიტომ ხელის თხოვნიდან ქორწილამდე დიდი დრო გვქონდა. ეტაპობრივად ვგეგმავდით. მინდოდა დასამახსოვრებელი ყოფილიყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა სტუმრისთვის.  ქორწილის კონცეფცია მარტივი და ჩვენთვის დამახასიათებელი შევარჩიეთ. ქორწილის სამზადისში ძირითადად მე და გიორგი ვიყავით ჩართული, თუმცა რჩევებსაც ვიღებდით და ვცდილობით სხვისი გამოცდილება გაგვეზიარებინა. მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა იყო ძალიან დიდი. ყველა ინტერესდებოდა დეტალებით და ზუსტად ამ თანადგომით მოხდა ძალიან პოზიტიური დღის შექმნა. სირთულეებს ვხვდებოდით ამ პერიოდის მანძილზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

კაბა

კაბაზე დიდხანს არ მიფიქრია. ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი ხასიათი უნდა გამოკვეთილიყო, ამიტომ მაქსიმალურად ჩემს სტილს მორგებული კაბა წარმოვიდგინე და მისი შექმნა მივანდე საქორწილო მომსახურების ცენტრ – დრესსკოდს, რომელიც ნამდვილი პროფესიონალებით არის შემდგარი. გამოვყოფდი ამ გუნდის უნიჭიერს ადამიანს – მაია მოსაშვილს. კაბის იდეის გაზიარების დროს, მაიკო ემოციებს ვერ მალავდა და სულ იმეორებდა, რომ მისთვის საინტერესო იყო ამ კაბაზე მუშაობა. ზუსტად დამინახა, მიხვდა რა მინდოდა და მისი ბევრი რჩევით და ასევე დიდი მონდომებით დამიმაზადა კაბა, რომელიც ვფიქრობ პირდაპირ მიუთითებდა რომ ის ჩემთვის იყო შექმნილი. დრესკოდმა ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი.

36669179_2123576677888759_5336277615789473792_n

თმა და მაკიაჟი

ჩემი გარეგნობა მივანდე სილამაზის აკადემიას. უნიჭიერეს და ძალიან პოზიტიურ ადამიანებს – ანას და ნატას. ქორწილამდე ორი კვირით ადრე ანამ შემირჩია მაკიაჟის ტონალობა, აქცენტი გააკეთა თვალის ფორმასა და ფერზე. მაქსიმალურად გამოკვეთა სახის ნაკვთები.  სასიამოვნო იყო ქორწილის დილა, ამ გოგოების დამსახურებით თავი ნამდვილ დედოფლად და იმ დღის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ვიგრძენი. ზუსტად იქედან დაიწყო ჩემი არაჩვეულებრივი განწყობა. ნერვიულობა, რომელიც თან ახლავს ამ დღეს, შეიცვალა ბევრი ღიმილით, რისთვისაც მადლობა ამ ორ ადამიანს.

36673325_2123609017885525_4125030670051311616_n

ლოკაცია

ჯვრისწერა გაიმართა ჩვენი ოჯახის მამაოსთან. სკოლის პერიოდში მამა ბორისი იყო ჩემი პედაგოგი. როდესაც სასულიერო ცხოვრება გადაწყვიტა, მახსოვს, გავიფიქრე, რომ მინდოდა მას დაეწერა ჯვარი ჩემთვის, როდესაც ეს ეტაპი დადგებოდა. გიორგის გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მამაო მისი ოჯახის მეგობარიც ყოფილა და ამიტომ ორივესთვის მნიშვნელოვანი იყო ზუსტად მას ჩაეტარებინა ჯვრისწერის ცერემონიალი. ჩვენი ჯვისწერა განსაკუთრებულად ლამაზი აღმოჩნდა ასევე იმიტომ, რომ პატრიაქრის გუნდის საოცარი ბიჭები გალობდნენ. ხელისმოწერა ღია ცის ქვეშ გვინდოდა და ამისთვის ავირჩიეთ wedding area -ს ულამაზესი ლოკაცია –  წყნეთის ტყე. ხელისმოწერის სივრცე არაჩვეულებრივი ფერებითა და დეკორაციებით იყო შექმნილი. უშუალოდ ქორწილი გაიმართა რესტორან „ბარაკონის“ ევროპულ დარბაზში, ეს ლოკაცია შევარჩიეთ ინტერიერისა და დარბაზის ფერების გამო, თუმცა ასევე  კარგი აღმოჩნდა  მომსახურება და კერძები.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტო და ვიდეო გადაღება მივანდეთ, ზურა ქართველიშვილსა და რობის. ბაზარზე მათი მოთხოვნის გამო, მომსახურების დაჯავშნა 6 თვით ადრე მოგვიწია. ორივე ძალიან კომფორტული, მეგობრული და  დადებითი ადამიანი აღმოჩნდა. მთელი დღის მანძილზე არ ზოგავდნენ თავს და მაქსიმალურად გვეხმარებოდნენ სწორად გვემუშავა კამერასთან. დილის ფოტოსესია ჩემს მეჯვარეებთან ერთად გაიმართა სასტუმრო მუზეუმში, სადაც ძალიან სახალისო და სასიამოვნო გადაღება გვქონდა. შემდეგ გაგრძელდა ულამაზეს შავთელის ქუჩაზე, წყნეთის ტყეში და ლისის ტბაზე. შედეგით საოცრად კმაყოფილი ვარ, კლიპი რომ ვნახე რამდენჯერმე ხმამაღალი ემოცი მქონდა.  მოლოდინზე კარგი შედეგის დადება მოახერხეს.  ფოტოებისა და კლიპის ყურების დროს კადრებად მიღდგება გონებაში არაჩვეულებრივი 3 ივნისი. მადლობა ზურას და რობის ასეთი პროფესიონალიზმისთვის.

36661556_2123566224556471_207873170131124224_n

ქორწილი

პირველ რიგში საოცარი ემოციებით სავსე დღე იყო. ამინდის გამო ქორწილის წინ რამდენიმე დღე  ვნებათაღელვა მქონდა. დილით რომ გავიღვიძე, არც ისე კარგი ამინდი დამხვდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. სამზადისის დროს წვიმამ გადაიღო და ნელ-ნელა ამინდიც გამოვიდა. საბოლოოდ კი გაზაფხულის ძალიან თბილ და მზიან დღეს შედგა ჩვენი ქორწილი. დაგეგმილი გვქონდა ქორწილის დღის ყველა ეტაპი, სად რა დროს დავყოფდით და ამიტომ ძალიან მშვიდად ჩატარდა  დაგეგმილი ცერემონიალები. რაც შეეხება უშუალოდ ქორწილს, გარემო იყო ძალიან კარგი. სტუმრების უმრავლესობას ჩვენი საოცრად დიდი სამეგობრო შეადგენდა, რამაც საბოლოოდ შექმნა ის განწყობა რაც სუფევდა. კარგი  მუსიკა, სხვადასხვა  გასართობი საშუალებები, ჩვენი მეგობრების მუდმივი კომპლიმენტები და ღიმილი იყო საფუძველი არაჩვეულებრივი საღამოს შექმნისა. ერთადერთი, რამაც მოლოდინი ვერ გაამართლა, იყო დარბაზის დიზაინი. თბილისში ერთ – ერთ ყველაზე ცნობილ დიზანირს შევუკეთეთ, თუმცა  სულ  სხვა დეკორაციებზე ვიყავით შეთანხმებული და საბოლოოდ აბსოლუტურად სხვა დიზაინი დამხვდა. მართალია ეს სტუმრებისთვის შესამჩნევი არ ყოფილა, თუმცა ჩემთვის ნამდვილად გულდასაწყვეტი აღმოჩნდა. მხოლოდ ეს დეტალი იყო, სადაც მოლოდინი ვერ გამიმართლდა, მაგრამ ამის გამო განწყობის გაფუჭება არც მიფიქრია.

36580441_2123576407888786_2443984984407539712_n

საქორწილო მოგზაურობა

საქორწინო მოგზაურობა გავატარეთ საბერძნეთის ძალიან ლამაზ კუნძულ ჰალკიდიკზე. სიტონიას მხარეში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე არსებულ ძალიან დიდი და ლამაზ კომპლექსში. მშვიდი და რომანტიული მოგზაურობა გვქონდა.  ამ მოგზაურობის დეტალები მთელი ცხოვრების მანძილზე საუკეთესო მოგონებად დარჩება. ცხოვრების ახალი ეტაპის არაჩვეულებრივი დასაწყისი.

34392167_2100073500239077_1270748559368519680_n  34673344_2100271493552611_4526841744108552192_n

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევდი, ბევრი გაიღიმონ, მაქსიმალურად მოირგონ საკუთარ ინტერესებზე ეს დღე და  თავი იგრძნონ ვარსკვლავებად. და თუ რაიმე იქნება, რაც არ გაამართლებს, ეცადონ მათ განწყობაზე ამან არ იმოქმედოს. საბოლოო ჯამში თქვენ ქმნით ამ დღეს, ბევრი ღიმილით და დადებითი ემოციებით.

36631718_2123606921219068_2582747981807616000_n36573980_2123608114552282_3299713740181602304_n 36580747_2123607341219026_2873912636666281984_n 36694765_2123636041216156_9111002163244433408_n 36725211_2123607604552333_9055521240298553344_n 36674976_2123548767891550_1366525204787888128_n 36736113_2123550257891401_8111510106065076224_n 36713724_2123595804553513_8418418822540689408_n 36578828_2123551104557983_6222559579201339392_n 36628376_2123550351224725_2506364402219876352_n 36585197_2123551461224614_2865230549255979008_n 36583096_2123595574553536_4637834591074254848_n 36596377_2123588161220944_6211599969418215424_n 36594602_2123596124553481_7419526042148143104_n 36579037_2123551374557956_6589023798261972992_n 36609937_2123549134558180_6441662108831580160_n 36622600_2123588334554260_4634669947501412352_n 36638168_2123588674554226_3897172252587720704_n 36650707_2123549321224828_9113383112724709376_n 36652861_2123595367886890_9182089313716797440_n 36661556_2123566224556471_207873170131124224_n 36665250_2123551171224643_3212786496918519808_n 36669179_2123576677888759_5336277615789473792_n 36673325_2123609017885525_4125030670051311616_n 36629645_2123587717887655_8309815235816980480_n 36614120_2123566164556477_5913966595595567104_n 36666095_2123633321216428_447789472055033856_n 36580441_2123576407888786_2443984984407539712_n