TOP

“მივხვდი, რომ ის “ჩემი ადამიანი” იყო”

Image may contain: 3 people, people standing, people dancing, wedding and outdoor

ქორწილამდე

როგორც გიორგი მიყვება, სულ პირველად ერთ-ერთ კარაოკეში დამინახა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოვეწონე, ჩემი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, გაცნობის სურვილი მაშინვე დაეკარგა. ეგონა, რომ ან ძალიან მკაცრი ვიქნებოდი, ან საერთოდ პასუხსაც არ გავვემდი. რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი პატარაა, ერთმანეთი მხოლოდ  უნივიერსიტეტში გავიცანი პირადად. საერთო ინტერესები, მუსიკა, ყოველდღიური შემთხვევითი შეხვედრები – ეს ყველაფერი ნელ-ნელა  საინტერესო ურთიერთობაში გადაიზარდა. მალევე ჩემდაუნებურად მივხვდი, რომ ის “ჩემი ადამიანი” იყო ყველა ასპექტში. ეს ყველა-ფერი დღემდე გრძელდება და ისევ მგონია, რომ ჩემი შეყვარებულია, არაფერი შეცვლილა. ისევ ისეთი ფერებია ჩვენ ურთიერთობაში, რაც აქამდე იყო.

ხელის თხოვნა

ხელის თხოვნა ჩემ დაბადების დღეზე მოხდა, მეგობრების გარემოცვაში და მათი დახმარებით.დამაჯერეს რომ ჩემს დაბადების დღეს ვეღარ აღვნიშნავდით გარკვეული მიზეზებისდა გამო. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ აღვნიშნავდით, სანთლებისა და ბუშტების ფონზე, ვიწრო წრეში  ხელი მთხოვა, როგორც მე მიყვარს. ძალიან, ძალიან ნერვიულობდა გიორგი, მეგონა სადაცაა გული წაუვა თქო, მე ვამხნევებდი ბოლოს და ვამშვიდებდი. ყველაზე კეთილი და თბილი ადამიანია, ვინც კი შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში. ყოველ დღე მაკვირვებს, ისეთი სიყვარილი შეუძლია. დღითი დღე უფრო მეტად თბილია და მზრუნველი.

მზადება ქორწილისთვის

ქორწილისთვის, ჩემდა გასაკვირად, დიდი ხანი ვემზადებოდი და ვფიქრობდი. გასაკვირად იმიტომ, რომ ზოგადად არ მიყვარს პრინცესული ზღაპრები, ხოდა ქორწილიც ჩემთვის რაღაც მსგავსთან ასოცირდებოდა. ამის გამო, როცა დაიგეგმა, მაინც ვეცადე, რომ ჩვენი ქორწილი არ ყოფილიყო “პრინცისა და პრინცესას” დღესასწაული.  არც დიდი გაშლილი კაბა არ მინდოდა და არც არასდროს მიოცნებია მსგავს რაღაცებზე. რა თქმა უნდა, როგორც ყველა პატარძალი, მეც ბოლო წუთამდე ვნერვიულობდი და ეს გარდაუვალია, კაბა ბევრჯერ შევცვალე და ბოლოს ის ავირჩიე, რომელიც ჩემ ხასიათს და ბუნებას შეეფერებოდა. დეტალებიც ვეცადეთ, რომ არ ყოფილიყო გადატვირთული, ფერებით ან ყვავილებით. დაახლოებით ოთხი თვე ვემზადებოდით ჯამში, მეხმარებოდა გიორგის დედა, ჩემი მეგობრები და დედაჩემი, რომელიც მუდამ  მამხნევებდა.

კაბა

კაბა როგორიც მე მქონდა ჩაფიქრებული თავიდან, შეიცვალა შემდეგ ფიქრებში. რაღაც ბოჰემურს ვეძებდი. როგორც აღვნიშნე, არა პრინცესულს და გაშლილს. მინდოდა ყოფილიყო პირველ რიგში კომფორტული და რაც მთავარია თავი ზუსტად ისე მეგრძნო კაბაში, როგორც წარმომედგინა იმ ემოციებით და თავდაჯერებულობით რაც საბოლოოდ “მარიონელა”-ში ვიპოვე, და მადლობა მარიონელას, ჩემი ბოჰემური კაბისთვის.Image may contain: one or more people and wedding

თმა და მაკიაჟი

მაკიაჟი თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, ანა პატარაიასთან უნდ აგამეკეთებინა. ანას ბოლომდე მივენდე და გამიმართლა მოლოდინიც, თუმცა ეჭვიც არ მეპარებოდა. აი ვარცხნილობაზე უფრო ვნერვიულობდი, მაგრამ ელეს დახმარებით ესეც მარტივად გადავწყვიტე.  თმაც ისევე მქონდა როგორც ჩავიფიქრე, თავისუფლად და კომფორტულად, როგორც კაბას შეეფერებოდა.Image may contain: 1 person

ლოკაცია

ჯვრისწერა წმ.ბარბარეს ეკლესიაში გაიმართა და ჩემმა მოძღვარმა, მამა შიომ დაგვწერა ჯვარი. ჩემი დიდი სურვილი იყო ეს და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწინებაში სწორედაც რომ ჯვრისწერააა. ხელის მოწერის დიზაინი სრულიად მივანდე ბათუმელ დიზაინერს სალომე ჯაიანს. ცერემონია იყო თეთრი დეკორაციებით და ყვავილებით, ახლოს ზღვასთან, არც ბევრ სიმწვანეში და ზღვის ხედით. ქორწილის დიზაინის სადა და არა გადატვირთული იყო, ღია ფერებში. საერთო ჯამში “პომპეზურობა “არა დეკორაციებში და დიზაინში , არამედ ჩვენში იყო. ყველა იმ ადამიანში ვინც ჩვენს ირგვლივ იყო.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

აი ფოტოგრაფს რაც შეეხება, გინდათ სასწაული “ფეშენ” ფოტოები?! ხოდა ლუკა ფანცხავას მიმართეთ! დაუსრულებლად შემიძლი ვაქო ეს ადამიანი. ლუკას თავიდანვე ავუხსენი რომ, ურბანული ფოტოები მინდოდა და არა ბუნების ხედით. ქორწილი ლუკასის გამოც მიხაროდა. ვიცოდი, რო ძალიან მაგარ ფოტოებს გადაიაღებდა. ვიდეოგრაფი გიორგი შკუბულიანი გვყავდა. ისიც მამხენევებდა და მიმსუბუქებდა დღეს .მადლობა ამისთვის ლუკას და “შკუბუს”

ქორწილი

ქორწილი ჩემი მეგობრების გამხნევებით, დახმარებით და მეჯვარეების გვერდში ყოფნით, მხიარულად და ენერგიულად დაიწყო და გაგრძელდა. ამასთან ერთად ჩემი ქმარი ბენდში უკრავს, ბასისტია. ჯგუფი “PItter j” ის დრაივიც დაემატა ამ ყველაფერს და საბოლოოდ ჩემ საყვარელ ხალხთან ერთად ავღნიშნეთ ეს დღე.

საქორწინო მოგზაურობა

აი, მოგზაურობა იყო დაუვიწყარი. ბარსელონა არის საოცრება. ყოველი წამი და წუთი იყო ემოციებით სავსე. ბარსელონადან იქვე ახლო ქალაქშიც გადავინაცვლეთ, კოსტა ბრავაში. ხმაური, ენერგია, სიფერადე, ვნება -როგორც ესპანეთს შეეფერება. ემოციები -შოკი. ეს ყველაფერი ერთობლივად თან ახლდა მოგზაურობას და გამომყვა დღემდე. წინ კიდევ ბევრ საინტერესო დღეებს ვგეგმავთ ერთად !

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალო პატარძლებო, იყავით ბუნებრივები, იყავით ის რაც ხართ შინაგანად და გადმოიტანეთ ეს ყველაფერი თქვენ დღეს. ვერ გეტყვით, რომ არ ინერვულოთ თქო – ეს გარდაუვალია ემოციებთან ერთად, თუმცა საბოლოოდ მთავარია თქვენ დღეზე ერთად იზრუნოთ, ერთობლივი ძალებითა და იდეებით. არ შეიზღუდოთ თავი!!! გისურვებთ ბევრ დაუვიწყარ დღეს ერთად.

Image may contain: Tamta Sulaberidze, wedding and indoorImage may contain: people sitting, table and outdoorImage may contain: one or more people and weddingImage may contain: 1 person, smiling, wedding and outdoor

Image may contain: 2 people, including Tamta Sulaberidze, wedding and outdoor

Image may contain: 2 people, people standing and sky

Image may contain: one or more people, people standing, wedding and outdoorImage may contain: 1 person, closeupImage may contain: Make Up Ana Pataraia, wedding and textImage may contain: 6 people, people smiling, people standing, wedding and outdoorImage may contain: 1 person, standing and weddingImage may contain: one or more people, people standing, people walking, wedding and outdoor

No automatic alt text available.