TOP

მე ერეკლესთვის ,,სამი მეოთხედი“ ვარ

unnamed (19)

ქორწილამდე

14238210_1366229333410005_6524430658288736193_nმე და  ერეკლე უკვე შვიდი წელია რაც ერთად ვართ. ერთმანეთი საერთო სანაცნობო წრეში გავიცანით , როგორც ძირითადად ხდება ხოლმე. მალე აეწყო ჩვენი ურთიერთობაც. ხასიათის მხრივ არაფერი საერთო არ გვაქვს, მაგრამ ალბათ უერთმანეთოდ ვერასოდეს გავძლებთ. ოთხ წლიანი შეყვარებულობის პერიოდში  დღე არ ყოფილა ერთად რომ არ გაგვეტარებინოს. ყოველთვის ვიყავით ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები და დღემდე ასეა. ხომ  არსებობს გამოთქმა  ,,ჩემი მეორე ნახევარი“, მე ერეკლესთვის ,,სამი მეოთხედი“ ვარ, ახსნა-განმარტება კი მის ამ უცნაურ ფრაზას ის აქვს, რომ მის გულში სწორედ სამი მეოთხედი ნაწილი მიჭირავს. ცოტა უცნაური იუმორი აქვს, რომელსაც თავიდან მეც კი ვერ ვეგუებოდი, გაოცებული ვუსმენდი, თუმცა დროთა განმავლობაში მგონი ერთმანეთს დავემსგავსეთ და ხასიათი და თვისებებიც გავცვალეთ.

ხელის თხოვნა

ხანგრძლივი შეყვარებულობის პერიოდის შემდეგ გადავწყვიტეთ დაქორწონიბა. ხელის თხოვნის შესახებ არაფერი ვიცოდი, სიურპრიზი იყო, რომელმაც ძალიან ლამაზად ჩაიარა. ზურა შევარდნაძის გარდენიაში მთხოვა ხელი, ულამაზეს გარემოში , სადაც ჩემი უსაყვარლესი ლექსი წამიკითხა, სწორედ მაშინ მივხვდი რაც ხდებოდა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავთანხმდი.

ქორწილის სამზადისი

ქორწილის სამზადისი ძალიან ადრე, კონკრეტულად ჩემს ბავშვობაში დავიწყე. ეს იყო დღე, რომლეზეც ყოველთვის ვოცნებობდი. უკვე რეალურად ქორწილის წინა პერიოდში მოვიძიე ყველანაირი ფოტომასალა და ინფორმაცია, თუ როგორი მინდოდა გამოსულიყო ეს დღე. არასოდეს მქონია სურვილი  ყოფილიყო ტრადიციული, კლასიკური ტიპის ქორწილი, მინდოდა რაღაც ახალი და განსხვავებული. ძალიან მომწონდა ვინტაჟის ტიპის ქორწილები , ბევრი ნათელი ფერით, ე.წ. ,,fine art”-ის  მიმდინარეობა, რომელსაც ახლაც არ აქვს ფეხი მოკიდებული საქართელოში, ჩემი ქორწილის სამზადისის პერიოდში კი მითუმეტეს. არც დიზაინერი იყო, ვინც ჩემი იდეების განხორციელებაში დამეხმარებოდა, სწორედ აქედან გაგვიჩნდა იდეა მე და ჩემს მეგობარ მარიამს, ჩვენს თავზე აგვეღო ყველაფერი. მაშინ მივხდით იმასაც, რომ ერთ ქორწილში ვერ ჩავატევდით ყველა ჩვენს იდეას და გვჭირდებოდა უფრო  მეტი, გვქონდა  ენთუზიაზმი და უამრავი გეგმა,  მარიამი კი გიჟდებოდა ყვავილებზე,  სწორედ  ასე შეიქმნა ჩვენი კომპანიაც ,,Malibu Flowers” და ასე იქცა ჩემი ქორწილი ჩვენს პირველ შეკვეთად.  თუმცა არავის ვურჩევ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. რთულია იყო პატარძალი და საკუთარი ქორწილის დიზაინერი ერთდროულად.

კაბა

კაბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ქორწილში. რა თქმა უნდა, ბევრიც ვიფიქრე, ხან მარტომ, ხან მეგობრებთან ერთად. ბოლოს ისევ არასტანდარტულ ვარიანტზე შევჯერდით. ქორწილის ტიპიდან გამომდინარე, კაბაც არასტანდარტული გვჭირდებოდა. საერთოდ დრო არის გადაეჩვიოს საზოგადოება რაღაც გამოგონილ ,,საქორწილო სტანდარტებს“.  ჩემი კაბის დიზაინიც მალიბუს დამსახურებაა, ჩვენი დიზაინით შეიქმნა და შეიკერა თითოეული დეტალი, რომელიც საერთო სტილს  მოერგო.

unnamed (22)

თმა და მაკიაჟი

სალონში ჩემი თითოეული  წასვლა ყოველთვის კრახით მთავრდებოდა. საბოლოოდ ჩემი უახლოესი მეგობრის ქორწილში მივხვდი, რომ უნდა შემეწყვიტა ეს მცდელობები. თმასაც და მაკიაჟსაც ყოველთვის თვითონ ვიკეთებ, არც ჩემი ქორწილი ყოფილა გამონაკლისი.

ლოკაცია

ჯვრისწერასა და ხელისმოწერის ლოკაციაზე ბევრი ნამდვილად არ გვიფიქრია, თავიდანვე გადაწყვეტილი გვქოდა. ჯვარი დავიწერეთ სოლოლაკში – კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიაში, იქვე მოვაწერეთ ხელიც , ტაძრის  ტერასაზე, საიდანაც  ძველი თბილისის ულამაზესი ხედი იშლება.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ქორწილში, რაც ყველამ უნდა გაითვალიწინოს. საქორწილო ფოტოები, არის ისტორია, რომელიც გრჩება და ვერასოდეს შეცვლი. ასე რომ აუცილებლად საუკეთესო ფოტოგრაფი უნდა აარჩიოს წყვილმა. ჩვენ ასეთი ნამდვილად ვიპოვეთ _W-art,  რომელმაც არამხოლოდ უბრალო ფოტოები , არამედ ხელოვნების ნიმუშები შექმნა.  ეს ფოტოგრაფი დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია,  ვინც fine art _ის დამკვიდრებას ცდილობს. მისი იდეა იყო  გაგვეკეთებინა ე.წ after wedding Photography, რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია წყვილისთვის. Malibu Flowers _ის და W-art_ის თანამშრომლობით იდეა განხორციელდა და როგორი გამოვიდა ეს უკვე ფოტოებზეც ნათლად ჩანს.

ქორწილი

ქორწილს დიდი ხანი ვგეგმავდით, თუმცა მაინც იყო ბევრი გაუთვალისწინებელი დეტალი, რასაც წინასწარ ვერ გათვლი. ქორწილის დღეს სამზადისი დილის ექვს საათზე დავიწყეთ, არ ჩავთვლი წინა გათენებულ ღამეებს.  სიძე-პატარძალი და მეჯვარე გამთეენისას ეკლესიის ტერასაზე ვაწყობდით ხელისმოწერის ცერემონიისთვის კუთხეს, ამის შემდეგ თმა, მაკიაჟი, კაბა და ხელისმოწერაზე ისე ვიდექით, თითქოს სულ არ ვიყავით დაღლილები. რაც მთავარია, არ გვქონია ტრადიციული ,,სახლიდან წამოყვანის“ რიტუალი, სადაც წითელი ვარდების თაიგულით და შამპანიურის ბოთლებით, აბჯარასხმული სიძე მაყრიონთან ერთად ელოდება პატარძლის წაყვანას. ყოველთვის მომწონდა ჩვენთან რომ უწოდებენ- ,,უცხოური ქორწილები“, როგორსაც დღეს სამწუხაროდ მხოლოდ ამერიკულ ფილმებში თუ შეხვდებით.  ჩვენ კი  განვახორციელეთ საკუთარ  ქორწილში. გვქონდა განსხვავებული მუსიკა_ საქსაფონი, რესტორნის ღიპიანი მომღერლების ნაცვლად. ყველა სტუმარი თეთრ სამოსში. დადგმული ცეკვები, არეული ნაბიჯების მიუხედავად დიდ ოვაციებთან ერთად და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დასასრულს არანაირი ჩხუბი ,,ქართულ ქორწილში“ და გამომშვიდობება ფოიერვერკის ფონზე. საბოლოოდ ყველაფერმა მაინც არაჩვეულებრივად ჩაიარა.

საქოწილო მოგზაურობა

თაფლობის თვის გასატარებლად პრაღაში წავედით. მშვიდი და წყნარი ევროპის ქალაქი, სადაც ნამდვილად იდეალურად შეძლებთ დასვენებას. რა თქმა უდნა ეს მოგზაურობა ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დაგვრჩა.

რჩევა მომავალ პატარძლებს

ასეთ შემთხვევაში მირჩევნია პირდაპირ მივმართო მათ. დრო არის საქორწილო სტანდარტები ,,დავაკორექტიროთ“, მივხვდეთ, რომ აღარ არის აუცილებელი ,,კორსეტიანი“ ,,პაჩკა“ კაბები,   სადა – მაქმანიან კაბაში ბევრად უფრო ლამაზად გამოჩნდება თქვენი სხეული. არ არის აუცილებელი საქორწილო თაიგული ,,კოლმეურნეობაზე“ ავაწყობინოთ თეთრი ვარდებით. არ არის აუცილებელი სიძე გამოწკეპილ შავ შარვალ-კოსტუმში იყოს ყელში წაჭერილი ჰალსტუხით. ხელისმოწერის ცერემონიაზე კი რკინის უზარმაზარი არკა იდგეს იქ, სადაც ნახევარმა საქართველომ უკვე მოაწერა ხელი და ქალბატონი სანდომიანი სახით, რომელიც შაბლონურ ტექსტს მოგვახსენებს უკვე ათასმეერთედ…და კიდევ უამრავი დეტალი, რომელიც შესაცვლელია.

unnamed (2) unnamed (3) unnamed (6) unnamed (9) unnamed (15) unnamed (7) unnamed (11) unnamed (5) unnamed (13) unnamed (10) unnamed (12) unnamed (8) unnamed (14) unnamed (4) unnamed (1)

unnamed (20)unnamed (24) unnamed (21) unnamed (22) unnamed (17) unnamed (16) unnamed (23) unnamed (18) unnamed unnamed (19)

 

კომენტარები