TOP

მარათონით დაწყებული სიყვარული

IMG_5163

ქორწილამდე

27718051_10213570168681901_1322725374_nმე  თბილისიმარათონის ერთ-ერთ ორგანიზატორი ვიყავი, ეს იყო ჩემი პირველი და დაუვიწყარი შეხება სპორტულ სამყაროსთან. 2015 წლის თბილისიმარათონის სარეკლამო რგოლს ვიღებდი და მჭირდებოდა სიმპატიური, მორბენლი ბიჭი ვიდეოს გადასაღებად. გიორგი ჩართულია სხვადასხვა სპორტში და საკმაოდ მაღალი დონის მოყვარული მორბენალია. შემდგომში გიორგი დამიკავშირდა და შემომთავაზა მორბენლების ჯგუფის შექმნა, თბილისიმარათონის სახელით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო ჩვენი პოპულარიზაციისთვის.  ჩვენს მიერ შექმნილმა გუნდმა გაიმარჯვა Wings for Life- ის გარბენზე, ჩვენი გუნდის წევრი კი გახდა მსოფლიო რბენის გამარჯვებული 2017 წელს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაიწყო ჩემი და გიორგის სიყვარულის ისტორია, რასაც ბედნიერი დასასრული მოჰყვა.

ხელის თხოვნა

27783116_10213570174242040_909130840_nხელის თხოვნაც გვაქვს დაფიქსირებული. ვიდეომ საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ინტერნეტ სივრცეში. მეგობრები შევიკრიბეთ ჩემ დასთან სახლში და გიორგის ველოდებოდით (ეს მოხდა ზუსტად ერთი წლის წინ, ვალენტინობა დღეს). გიორგი ცოტას აგვიანებდა, რაც ზოგადად არ  ახასიათებს. ერთ მომენტში ჩანთიდან რაღაცის ამოსაღებად ავდექი და ამ დროს ვხედავ, რომ  შემოსასვლელი კარიდან კვამლი შემოდის და უეცრად კარზე დაიწყო ბრახუნი.  ჩემი და წამოხტა, კარი გააღო და სახლში მეხანძრეები შემოვარდნენ ყვირილით: ხანძარია, ყველანი აივანზე გადით იქიდან ვანხორციელებთ ევაკუაციასო. ვიგრძენი, რომ რაღაც ხდებოდა (კამერები ვერც კი შევამჩნია კვამლის გამო), მაგრამ ვეღარ მოვასწარი ვერაფრის თქმა, უცებ აღმოვჩნდი აივანზე, სადაც სახანძრო მანქანაზე მდგომი ჩემი ბიჭი დამხვდა, ეს იყო და ეს.

 

ქორწილის სამზადისი

ზოგადად  არაფერს ვაღიარებ რთულ  საქმედ. წინასწარ მიყვარს ყველაფრის დაგეგმვა და ყველაფერი ჩემით მინდა გავაკეთო. თითოეული ელემენტი იყო ჩემი და გიორგის დაგეგმილი. ქორწილის თარიღი, სხვადასხვა მიზეზების გამო,  სექტემბერში დაინიშნა. შესაბამისად გქვონდა ძალიან ბევრი დრო. ძნელი აღმოჩნდა მომეძებნა ადგილი. დიდი ქორწილი იყო და თანაც ღია ცის ქვეშ ვეღარ გავბედე სექტემბერში, მაინც წვიმის გვეშინოდა. ავარჩიე ერთ ერთი უბრალო რესტორანი, ძველი არმაზი მცხეთაში.  მოვიფიქრე გაფორმების ყველა დეტალი და ავუხსენი დიზაინერს, ჯამში ცერემონია და დარბაზი იყო ნამდვილად ძალიან ლამაზი და ნაზი. მინდოდა ქორწილი „რივერლენდში“, ამიტომაც ავარჩიე ხის ფაქტურა და დავკიდეთ ბევრი სიმწვანეები. იყო დაგეგმილი ფრანების გაშვება, შუშხუნები… მაგრამ ზედმეტი ავიღე ჩემ თავზე და საშინელი დაღლილობის გამო ვერ შევასრულეთ გეგმა.

ტორტი

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მქონდა ულამაზესი და უგემრიელესი კასტა დივას ტორტი, ყველა სტუმარი გვეკითხებოდა, თუ სად შევუკვეთეთ ეს სილამაზე.  მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ოპერატიულობისთის.

IMG_6352

კაბა

კაბა… ყველა გოგოს ოცნებაა, რომ ყველაზე ლამაზი კაბა ქონდეს ქორწილში. და ნეტავ რამდენს უმართლებს?! ჩემს კაბაზე გადავიტანე ძალიან მძიმე გამოცდა. როგორც მირჩიეს, ყველაზე აქტუალური დიზაინერი შარშან იყო ლაშა ჯოხაძე და გადავწყვიტე მისთვის მიმემართა.   ყველას უნდა ვუთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ანდოთ ლაშას თქვენი კაბა! პროფესიული თვალსაზრით შემეძლო სოციალურ მედიაში  გამეჟღერებინა ის, რაც მოხდა, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ ზედმეტი ნეგატივი ჩემი ქორწილის წინ.

მივედი ლაშასთან მაისში და საბოლოოდ ივლისშიც კი არ იყო კაბა დამთავრებული. მაგრამ ამის გარდა, იმ მონახაზს, რაც გამიკეთა, (რისი ფოტოც მაქვს მაგრამ არ ვიკადრებ დადებას) საერთოდ არ შეიძლება ეწოდოს კაბა. ყველაფერი იყო არასწორი: ფერი, ფორმა, სულ ყველაფერი. ამასთან ერთად ძალიან მანერვიულებდა. სულ მატყუებდა და საბოლოოდ ძალიან ცუდად მომექცა. შემომთავაზა ახლიდან კაბის შეკერვა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ლაშამ როგორ უნდა შეძლოს კორსეტის შეკერვა. კერვითაც თვითონ არაფერს აკეთებს და მის კონსტრუქტორზე აქვს ყველა საქმე მიბარებული. იმედგაცრუებული რომ დავრჩი, თან ისედაც  ათასი სხვა საქმე მქონდა, წავედი და მარტივად ვიყიდე კაბა მარიონელაში. ბოლო გამოსავალი ამ მოკლე დროში მხოლოდ  ეგ დამრჩა, რადგან დროც არ მქონდა, საზღვარგარეთ რომ წავსულიყავი. ახალი დაწყებული მქონდა ახალი სამსახური, ბინის რემონტი, ქორწილი – ყველაფერი ერთად მეყარა თავზე. მარიონელას კაბა ძალიან ლამაზი იყო, თუმცა სულ სხვა სტილის ვიდრე მე მინდოდა.

IMG_6002

 თმა და და მაკიაჟი

თმა და მაკიაჟი  ვანდე ჩემს Royal Studio- ს და როგორც ყოველთვის, ძალიან კმაყოფილი და მადლიერი დავრჩი.  პროფესიონალების ხელში არაფრის არ გეშინია.

IMG_6007

ლოკაცია

ჯვრისწერა გაიმართლა ანანურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. ძალიან მიყვარს ეს ტაძარი. ოცნება გვქონდა მთებში გვქონოდა ჯვრისწერა, რადგან ორივე მთების მოყვარული ვართ, გიორგი კი მთამსვლელიც არის, შესაბამისად ყველაზე მარტივი გამოსავალი ეს იყო. ასევე მოგვეცა საშუალება, ვყოფილიყავით ერთადერთი წყვილი ცერემონიაზე და გადაგვეღო ფოტოები ულამაზეს ხედზე. ჩამოსულ უცხოელებს შეუყვარდათ ანანურის ტაძარი. ჩემი მეუღლის მეგობრებმა  ჯვრისწერა ულამაზესი გალობით  გაგვიფორმეს.

 ფოტოგრაფი და ფოტოსესია

შეხვედრის ადგილი გვქონდა ძველი თბილისი, ანჩის ხატთან. არ მიყვარს ზოგი ტრადიცია, ამიტომაც ვარჩიე შეხვედრა ისტორიულ ცენტრში. შემდგომში ფოტოსესია გაგრძელდა ულამაზეს ანანურის ხედზე. ასევე შევიარეთ შატო მუხრანში და ზუსტად ამდენი ლოკაციის გამო, რესტორანში სამწუხაროდ აღარ გვქონდა ფოტოების გადაღების თავი. მაგრამ ჩემმა ყოჩაღმა ფოტოგრაფებმა გადაუღეს ფოტოები სტუმრებს, რითაც ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ბევრი ფოტოგრაფი ამას არ აკეთებს. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფოტოგრაფებს: nutsa papiashvili photography და evseev photography.  ორივე ფოტოგრაფი უნიჭიერესია და გვაჩუქეს უმშვენიერესი ფოტოები.

რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, არ მეგონა ჩემი პროფესიის ადამიანს ეგეთი რამ თუ მოუვიდოდა.  მივიღე ძალიან არასწორი გადაწყვეტილება და გადაღება ვანდე  Wedding Guy-ს, მინდოდა მქონოდა არასტანდარტული ვიდეო, რაზეც არაერთხელ ვესაუბრე, მაგრამ ქორწილამდეც უნდა მივმხვდარიყავი, რომ უპასუხისმგებლო ადამიანია ეგ ახალგაზრდა. ასევე ვხედავ ძალიან ბევრ უარყოფით რევიუვს გიორგი ჯობავასთან დაკავშირებით და მინდა ყველა გავაფრთიხლო: არ გააფუჭებინოთ თქვენი ვიდეო ამ ადამიანს. ვიდეოს უდიდეს ნაწილს მოყვება თეთრი წერტილი და ვიდეო ისეა გადაღებული, რომ სახეები გაბლარულად ჩანს. ფერებზე არც ვისაუბრებ. თუმცა ვედინგ გაი ამბობს, რომ მეჩვენება.

ქორწილი 

რა თქმა უნდა, იყო ბევრი ხარვეზი და ბევრი გეგმა ვერ  შევასრულეთ, მაგრამ რაც მთავარია, ქორწილი იყო ძალიან მხიარული. რა დროსაც მივხდით, რომ იფიციალურობა აღარ შეგვეძლო, უბრალოდ დავივიწყეთ მონახაზი და გავერთეთ.  მთავარი იყო ის, რომ მე კარგად გამოვიყურებოდი და დარბაზი იყო ლამაზი. სტუმრებს აღარ ახსოვდათ აღარაფერი. თაიგულის ჩუქებას ვაპირებდი ჩემი დისთვის, სიურპრიზად, რადგან ქორწილი მის დაბადების დღეს დაემთხვა, თუმცა ბავშების ხელში ძალიან გამიჭირდა ცოცხალი ყვავილის მოძებნა, მაგრამ ამი გამო არ მოვიწყინე, მთავარი ხომ მხიარული პატარძალია?

საქორწინო მოგზაურობა 

თაფლის კვირა –  ხო ერთი კვირა, იმიტომ რომ ძალიან დაკავებულები ვართ, გავატარეთ მილანი – ნიცაში. დავტკბით ულამაზესი ფრანგული რივიერას სანაპიროთი, ასეთი ზღვა ნამდვილად იშვიათია. რაც მთავარია, დავისვენეთ ყველა  სხვა აურზაურისგან ერთი კვირის მანძილზე.

27720612_10213570167521872_936349967_n27718746_10213570506650350_70496591_n 27718529_10213570167481871_637264510_n 27662003_10213570504130287_1614518940_n

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვეტყვი იმას, რომ  მაქსიმალურად ისიამოვნონ ამ პერიოდით, აუცილებლად დაიხმარონ ვინმე.  ჯობია აიყვანონ პროფესიონალი ორგანიზატორი და გადააბარონ საქმეები სხვას. არ ინერვიულონ არაფერზე, თუნდაც ყველაფერი არასწორად წავიდეს, მთავარია გაიღიმონ, ყოველთვის გაიღიმონ.
IMG_5648 IMG_5709 IMG_6122 IMG_5929 IMG_6088.jpgl IMG_5723 IMG_5788 IMG_5642 IMG_5361 IMG_5163 IMG_5675 IMG_6231 IMG_6207 IMG_6348 _78A0134 IMG_6395

კომენტარები