TOP

ირლანდიელი ქალბატონი 3 საუკუნის წინ გარდაცვლილი მეკობრის აჩრდილს გაჰყვა ცოლად

45 წლის ირლანდლიელი ქალბატონი ამანდა ტიგი, ცოლად XVIII საუკუნეში გარდაცვლილი ჰაიტელი მეკობრის აჩრდილს გაჰყვა. თავის „მეუღლეს“ამანდა ჯეკს ეძახის, „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელს.

საქორწინო ცერემონიალი საერთშორისო წყლებში გაიმართა, ირლანდიის ნაპირებთან ახლოს, წერს The Daily Mail.

„ის ჩემი მეორე ნახევარია. მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემთვის იდეალური ურთიერთობაა“, – უთხრა პატარძალმა პრესას.

„უამრავმა ადამიანმა არ იცის სპირიტუალური კავშირების შესახებ , თუმცა, შეიძლება, ეს მათთვის უკეთესიცაა. მე „იქიდან“ შეტყობინებების მიღება მსურს“, – დასძინა ამანდამ.

ამანდას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთხელ უკვე იყო გათხოვილი და პირველი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს, ასეთი მძაფრი ემოციები არასოდეს განუცდია.

ქორწილის დროს ამანდას თეთრი კაბა ეცვა და მას შემდეგ, რაც პროცესი დასრულდა, „წყვილმა“ პირველი საოჯახო სახლიც იყიდა, როგორც ამანდა ამტკიცებს, „ჯეკის გემოვნებით“.