TOP

“..თავიდანვე ვხვდებდი რომ ეს რაღაც სხვა იყო”

20

ქორწილამდე

21151585_602971013425044_4507785099762294692_nთავიდან თითქოს ყველაფერი სტანდარტულად დაიწყო. მეგობრების წრეში გავიცანით მე და მიშამ ერთმანეთი. მხიარული გარემო მეგობრები და  გემრიელი სასმელი. სასმელი შემთხვევით არ მიხსენებია, იმ საღამოს მიშამ დალევა გადაწყვიტა, რის შემდეგაც ჩემთვის უცნობი, ახლა კი ჩემი მეორე ნახევარი სახლში წავიყვანე . თავიდანვე აშკარა იყო, რომ მისი ინტერესის ობიექტი ვიყავი, მაგრამ რატომღაც ამ ფაქტს საერთოდ არ შევუწუხებივარ.

ამ საღამოს შემდეგ დავიწყეთ აქტიური კონტაქტი ტელეფონით, რომანტიული შეხვედრები. თავიდანვე ვხვდებდი, რომ  ეს რაღაც სხვა იყო, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება დამებადა ამ ადამიანის მიმართ. მიშა იყო ყველასგან განსხვავებული და განსაკუთრებული .

ხელის თხოვნა

ერთ მშვენიერ დღეს სამსახურის მერე მიშას ნახვა გადავწყვიტე და მასთან ოფისში მივედი, მიშა დიდი რომანტიულობით არ გამოირჩეოდა, ამიტომ მისვლიდან რამოდენიმე წუთში სრულიად მოულოდნელად ხელი მთხოვა.  ეს ჩვეულებრივი დღე ჩემთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი წუთები, ჩემი პასუხი ალბათ ხვდებით რომ იყო – კიიიიიიი.

მზადება ქორწილისთვის

ხელის თხოვნის ლოგიკური გაგრძელება, ქორწილი მოყვა.  თვენახევრით ადრე დავიწყეთ ქორწილზე ფიქრი , ყველაფერი მე და მიშამ დავგეგმეთ , გვინდოდა ჩვენი გემოვნებით გაგვეკეთებინა ყველაფერი. მივხვდი, რომ ეს დრო ძალიან ცოტა იყო ყველაფრის მოსაგვარებლად, რადგან ძალიან დიდი დრო მიაქვს თითოეულ დეტალზე ფიქრს მაშინ, როცა ყველაფერი იდეალურად გინდა რომ იყოს.ქორწილამდე დღეები საოცარი სისწრაფით გადიოდა და თითქოს ვერაფრის მოგვარებას ვერ ვასწრებდით. ეს სამზადისი იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ შედეგმა გაამართლა და მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად ლამაზი და ორგანიზებული იყო .

კაბა

კაბა ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი დეტალია მთელი ქორწილის. ჩემთვის იდეალური კაბის შეკერვა DALOOD-ის ყველაზე კრეატიულ დირექტორს, მაკა კვიციანს მივანდე. ულამაზესი და უძვირფასესი კაბა შემიკერა.  ისეთი, როგორიც მე წარმომედგინა.

IMG_5047

ტორტი

ტორტი იყო მიშას დიზაინით შერჩეული , გვინდოდა რაღაც განსხვავებული ყოფილიყო და გამოვიდა კიდეც ,ეს სასწაული და უგემრიელესი  ტორტი CASTA DIVA-მ დაგვიმზადა.

22728725_632611223794356_7770657699019603680_n

თმა და მაკიაჟი

ვარცხნილობა le Soleil-ში ნინელი კოპალეიშვილს მივანდე და მართლაც პრინცესული ვარცხნილობა გამიკეთა , მაკიაჟი კი უნიჭიერეს თავის პროფესიონალიზმში ქეთი გოგოიშვილმა GUINOT.

IMG_4844

ლოკაცია 

ჯვარი წყნეთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დავიწერეთ , ფოტოსესია იყო  THE BILTMORE HOTEL TBILISI , ხელის მოწერიც ცერემონია WEDDINGSTORY-მ გაგვიკეთა ლისი გრინში , ხოლო ქორწილი იყო რესტორან ბაგინეთში .

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფი იყო ჩემი მეგობარი გიორგი კუწია და ასევე ZOOMSTUDIO. ფოტოსესია სასტუმრო ბილტმორში გვქონდა.

ქორწილი

ქორწილის დილა სალონში და დაიწყო და სასტუმრო ბილტმორში გაგრძელდა. აქ იყო მომზადების პროცესი და მეუღლემაც აქ მომაკითხა. მცირე ფოტოსესიის შემდეგ გავემართეთ ჯვრისწერასა და ხელის მოწერის ცერემონიაზე. ქორწილის საღამო ძალიან კარგად წარიმართა, შევასრულეთ დაისი და დღის ბოლოს გავჭერით ულამაზესი და უგემრიელესი ტორტი. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა გიგა პაპასკირი. საბოლოო ჯამში ქორწილი მხიარული, დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული იყო, ისეთი, როგორსაც ყოველთვის ვისურვებდი.

საქორწილო მოგზაურობა

საქორწილო მოგზაურობა ეგვიპტეში გავატარეთ. ზუსტა ისე, როგორც ახალდაქაორწინებულ წყვილს შეეფერებათ. მზე, ზღვა, მოვინახულეთ ეგვიპტის კულტურული ღირსშესანიშნაობები , ისტორიული პირამიდები .

FullSizeRenderFullSizeRender (1) IMG_3971 IMG_3988 IMG_4027 IMG_4124

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევ , რომ საქოწრილო სამზადისი დიდი ხნით ადრე დაიწყონ,  ყველა დეტალი ჩაიწერონ და ისე მიყვნენ საორგანიზაციო საქმეებს. დაიხმარეთ მეგობრები , ნაწილი საქმე მათ გადააბარეთ.

_MG_7374

_MG_7344 5 03 IMG_4862 IMG_4871 IMG_4987 _MG_7656 11 10 18 17 16 IMG_4884 IMG_4985 22789074_632378733817605_4563044093280661284_n 20 22 _MG_8020 _MG_8367 _MG_8368 _MG_8372 IMG_4899 IMG_4896 IMG_4903 IMG_4613

კომენტარები