“..ვუყურებდით ერთმანეთს და ეს მომენტი იყო პირველი შეხედვაც და შეყვარებაც”
ქორწილამდე
ერთმანეთი ჩემს ბანკეტზე გავიცანით. ჩემი მძღოლი იყო. მთელი დღის განმავლობაში ყურადღება არ მიმიქცევია. ბოლოს სვეტიცხოველში ვიყავით და ჩვენთან იდგა, უცხო მეგონა და საჩხუბრად დავაპირე მისვლა, ფოტოსეშიაში ხელს ნუ გვიშლი-თქო. ზუსტად ამ დროს დაელაპარაკა ჩემს მეწყვილეს და მივხვდი, რომ ჩვენთან იყო. ამ დროს კი გამოვიდა ისე, რომ მე ანთებული, გაბრაზებული თვალებით, ის კი თბილი ღიმილითა და თავისი დიდი ლამაზი თვალებით, ვუყურებდით ერთმანეთს და ზუსტად ეს მომენტი იყო პირველი შეხედვაც და შეყვარებაც.
ხელის თხოვნა
მზადება ქორწილისთვის
ქორწილის სამზადისი ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა. 20 დღეში მოვემზადეთ. რა თქმა უნდა, ოჯახებისა და მეგობრების დახმარებით
კაბა
კაბა ვიქირავე მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზია N sopossa-ში. როდესაც ჩავიცვი, მივხვდი, რომ ის კაბა იყო, რომელსაც ვეძებდი და ასეც აღმოჩნდა.
თმა და მაკიაჟი
თმა და მაკიაჟი სილამაზის აკადემიაში გავიკეთე. მაკიაჟი გამიკეთა ანა ბერიძემ. ზუსტად ის გამიკეთეს, რაც მინდოდა და ძალიან კმაყოფილი ვარ მათი მუშაობით.
ლოკაცია
ჯვრისწერა თემქაზე წმ.მარკოზ ეფესელის სახელობის ტაძარში გაიმართა,ხელი მთაწმინდის ქორწინების სახლში მოვაწერეთ…განსაკუთრებით შერჩეული ადგოლო საბადურის ტყე იყო, სადაც მთავარი ფოტოსესია გვქონდა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ჩვენი ფოტოგრაფი იყო გიორგი კავთიაშვილი, ხოლო ვიდეოგადამღები – დათო თვარაძე. ორივესთან ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი. ვინაიდან ფოტოების გადაღება მიყვარს, არ მინდოდა გადაღების დასრულება. ჩვენ დროში შეზღუდულები ვიყავით, რადგან სოფელში იყო ჩვენი დარბაზი, თუმცა ფოტოგრფმა და ვიდეოგრაფმა მაინც მოახერხეს საკუთარი საქმის ხარისხიანად შესრულება. მათი მუშაობითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.
ქორწილი
ქორწილის მსვლელობისას იყო პატარა ხელისშემშლელი ფაქტორები, თუმცა საბოლოოდ მაინც კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ალბათ სტუმრებიც კმაყოფილები დარჩნენ
საქორწინო მოგზაურობა
მოგზაურობაში ჯერ არ წავსულვართ ვინაიდან ორივე დაკავებულები ვართ…ზამთრის არდადაგებზე დავგეგმავთ გაგზავრებას.
რჩევა მომავალ პატარძლებს
ყველა პატარძალს ვურჩევ მაქსიმალურად ლამაზები იყვნენ. ჩაიცვან დიდებულად და გაიკეთონ დიდებული მაკიაჟი, სისადავე ყოველდღიურობაშიც მოასწრებენ! ხოლო ქართველ პატარძლებს ვურჩევ, რომ ხალხის აზრზე არ იფიქრონ საღამოს უნდა მოეშვათ დალიოთ და ბოლომდე ისიამოვნოთ თქვენი დღესასწაულით. ბედნიერებას და დაუვიწყარ ქორწილს ვუსურვებ ყველას !