TOP

გამოსაშვები საღამოს სიურპრიზი

ქორწილამდე

ერთმანეთი  2001 წელს გავიცანით, პირველ კლასში, თუმცა სიყვარულის ისტორია გაცილებით გვიან, 2013 წელს დაიწყო, სკოლის გამოსაშვებ საღამოზე, ულამაზესი თაიგულით. აქედან იღებს სათავეს დიდი თავგადასავალი . მთელი ამ პერიოდის მანძილზე ერთმანეთს არც თუ ისე ხშირად ვხვდებოდით. მისი საქმიანობიდან გამომდინარე (ყოფილი ძიუდოისტია) უმეტესად საზღვარგარეთ იმყოფებოდა შეჯიბრებებზე . ალბათ ეს მონატრებაც გარკვეულ ხიბლს ძენდა ურთიეეთობას, რომელიც ბოლოს ასე ბედნიერად დაგვირგვინდა.

ხელის თხოვნა

დაახლოებით 5 წლიანი სასიყვარულო ისტორია, 2018 წლის 26 ივლისს გრანდიოზული ხელის თხოვნით დაგვირგვინდა, რომელიც შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე Castelo mare hotel and wellnes resort-ზე შედგა. ამის შემდგომ დაიწყო ყველაზე ემოციური სამზადისი  ულამაზესი საქორწილო წვეულებისთვის .

მზადება ქორწილისთვის

ქორწილის მზადებისთვის 2 თვე გვქონდა . არც თუ ისე დიდი დრო აღმოჩნდა 500 კაციანი ქორწილის უამრავი დეტალის მოსაწესრიგებლად, თუმცა ჩვენი მშობლების დახმარებით, რომლებმაც ყველა ოცნება რეალობად გვიქციეს, ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მათ.

კაბა

რაც შეეხება კაბას, როგორც ყველა, მეც ვოცნებობდი ულამაზეს, გრადიოზულ კაბაზე . არჩევანი დაუფიქრებლად მოდის სახლ ,,მარიონელას” მივანდე და მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. ეს იყო ზუსტად ის, რაზეც ვოცნებობდი

Image may contain: one or more people, wedding and outdoor

თმა და მაკიაჟი

კაბაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ვარცხნილობა და მაკიაჟი, რომელიც ჩემს საუკეთესო გუნდ ,,ელიზიუმს” მივანდე .

Image may contain: Monica Bakuradze, smiling, standing, wedding, tree, outdoor, closeup and nature

ლოკაცია

რაც შეეხება ქორწილის ლოკაციებს, ჯვრისწერა გაიმართა ბაგრატის ტაძარშ,  საიდანაც იშლება ქუთაისის ულამაზესი ხედი. ფოტოსესია  წყალტუბოში, ულამაზეს ბუნებაში შედგა . დღის ბოლო კი ,,ასტორიას” ულამაზეს დარბაზში დაგვირგვინდა სადაც თავს ყველა ჩვენთვის საყვარელი ადამიანი იყრიდა . რესტორნის დიზაინსა და ჩემს თაიგულზე იზრუნა უსაყვარლესმა დიზაინერმა ნათია გურეშიძემ , ხოლო გრადიოზული და უგემრიელესი ტორტი ,,კარამელომ” შექმნა .

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ზუსტად ვიცოდი ვისთვის უნდა მენდო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე . ეს იყო ალექს აფციაური, რომელმაც ისედაც დაუვიწყარი დღე კიდევ უფრო შთამბეჭდავად ასახა. ასევე დიდი მადლობა შმაგი გიორგაძეს და მის გუნდს ულამაზესი ფოტოებისა და ვიდეო რგოლისთვის.

ქორწილი

მოკლედ რომ ვთქვათ, ნამდვილად საოცნებო ქორწილი მქონდა, ზუსტად ისეთი როგორიც წარმომედგინა!

საქორწინო მოგზაურობა

ძალიან დატვირთული 2 თვის შემდეგ, თაფლობის თვე კვიპროსის ულამაზეს სანაპიროზე გავატარეთ . ეს იყო ქორწილის კიდევ ერთი ლამაზი სიურპრიზი. ამისთვის დიდი მადლობა ჩემი მეუღლის ოჯახს.

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალ პატარძლებს ვურჩევ არ დაზოგონ თავი და ფანტაზიები, რათა მათი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გამოვიდეს ზღაპრული. და, რა თქმა უნდა. იყვნენ ბედნიერები ამ დღით!Image may contain: 1 person, closeupImage may contain: Monica Bakuradze, smiling, standing, wedding, tree, outdoor, closeup and natureImage may contain: 1 person, standing, wedding and outdoor

Image may contain: 1 person, standing and closeup

Image may contain: shoes

Image may contain: 2 people, people standing, wedding and indoor

Image may contain: 1 person, flower and weddingNo automatic alt text available.Image may contain: 1 person, smiling, wedding and indoorImage may contain: one or more people, wedding and outdoorImage may contain: 1 person, wedding, flower and outdoorImage may contain: Monica Bakuradze, smiling, wedding and indoor

Image may contain: 1 person, weddingImage may contain: one or more people, wedding and outdoor

Image may contain: 1 person, standing, tree, outdoor and nature