TOP

ბედისწერის ამბავი

18447051_208437503001602_7526676487236482483_n

ქორწილამდე

მე და გიორგიმ ქორწილამდე 1 წლით ადრე გავიცანით ერთმანეთი. გაგ16729131_151015902077096_3058215212892323515_nეცინებათ და ჯერ დედამთილი გავიცანი და შემდეგ მეუღლე. მე თითონ jungle fever-ში ვმუშაობ, კერძო კომპანიაში, რომელიც სალონებს ემსახურება. სამსახურიდან გამომდინარე ჩემი მომავალი დედამთილის სალონში მომიწია მისვლა, სადაც სადედამთილო დამხვდა და ძალიან მოვეწონე. ჩემს მეუღლეს  გაეხუმრა:  კარგი სარძლო ავარჩიეო, მაგრამ გიორგის მაშინ ყურადღება არ მიუქცევია ამ ნათქვამისთვის. როგორც თვითონ მეუბნება, ბევრს სთავაზობდა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არავის აქცევდა. მაგრამ ერთხელ მისი და ჩემს ფოტოებს ათვალიერებდა, როდესაც ძალიან მოვწონებივარ. შემდეგ სადღაც შემთხვევით შევხვდით, თუმცა  არ ვიცნობდით ერთმანეთს და არ დვალაპარაკებივართ.  ჩვენი რამდენიმე საერთო ახლობლისგან გაიგო ჩემზე რაღაცეები და ამის შემდეგ დამეკონტაქტა.  ჩვენი ურთიერთობა თავიდან მიმოწერით დაიწყო და შეხვედრებით გაგრძელდა.  ამ ყველაფრის შემდეგ დიდი ხანი  ვხვდებოდით ერთმანეთს. გაგიჟებული შეყვარებულები არ ვყოფილვრთ, ყოველთვის დისტანცია იყო ჩვენს შორის. ერთ დღესაც, სიმბოლურად 14 თებერვალს, რომანტიულ გარემოში გიორგიმ მიმახვედრა, რომ ვუყვარდი და ამ დღიდან ჩვენი ურთიერთობაც უფრო სერიოზულ ფაზაში შევიდა.

ხელის თხოვნა

ხელის თხოვნა არ ყოფილა.  ამ თემაზე არც არასდროს არ გვქონდა ნალაპარაკები და ვიცოდი, რომ არ ვიჩქარებდით, მაგრამ ერთ დღეს, ჩვენი ურთიერთობიდან 1 წლის თავზე  მითხრა, რომ ქუთაისში მეგობართან საქმე ჰქონდა და მთხოვა რომ მეც წავყოლოდი, თან შემპირდა, რომ ისევ უკან ჩამომიყვანდა. დავთანხმდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ მეგობართან კი არა, ცოლად მივყავდი.
მზადება ქორწილისთვი
ქორწილის სამზადისი იყო ძალიან სასიამოვნო პროცესი, ამავედროს საერთოდ არ ყოფილა პრობლემური და არ გამჭირვებია, ვინაიდან ამის ძირითადი ნაწილი პროფესიონალ დიზაინერს, ხათუნა იმნაძეს და მის შემოქმედებით ჯგუფს “მარიაჟს” მივანდე.  ამ გუნდმა აიღო საკუთარ თავზე თითქმსი ყველაფერი, მოაგვარეს დიზაინის, კაბის, ტორტის, თმისა და მაკიაჟის საკითხი, ყველაფერი იყო ის, რაც მინდოდა და რაც წარმომედგინა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, რათა არსებობენ  და გამილამაზეს ეს  უბედნიერესი დღე.
კაბა
ჩემი საქორწინო კაბაც მარიაჟმა შექმნა. როდესაც დიზაინის თაობაზე დასალაპარაკებლად მივედი,  ვნახე შექმნის პროცესში მყოფი კაბა, რომელსაც ქალბატონი ხათუნა კერავდა და რომელიც ძალიან მომეწონა. დანახვისთანავე მივხვდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ის, რაც მეცმეოდა ამ დღეს. მართლაც, არ შევცმდარვარ და კაბა არაჩვეულებრივი გამოვიდა.
18485928_208447563000596_6072571417493644436_n
თმა და მაკიაჟი
თმაზე სალონ მამეზონმა იზრუნა, ხოლო მაკიაჟზე უძლიერესმა ვიზაჟისტმა, ანა პატარაიამ, რომელიც ნამდვილი პროფესიონალია თავის საქმეში! ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
18447647_208939352951417_587691748670560864_n
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოსესია ბათუმში გაიმართა. ფოტოგრაფი გვყავდა “asa studio”, რომელსაც არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს.
საუკეთესო განწყობა შექმნეს ქორწილში და რაც მთავარია საოცარი ფოტო მასალა დაგვიტოვეს სამახსოვროდ.
ლოკაცია
ჯვარი დავიწერეთ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში. ხელისს მოწერის ცერემონია ციხისძირში, castello mare-ში გვქონდა, ხოლო უშუალოდ ქორწილი  წვეულებათა სახლ ერაში გაიმართა.
ქორწილი
თამამად შემიძლია ვთქა, რომ ეს იყო ზუსტად ის ქოწრილი, როგორზეც ვფიქრობდი და ვოცნებობდი.
ყველაფერი ისე იყო, როგორც იდეაში მქონდა დალაგებული და ჩაფიქრებული. სწორედ ეს მინდოდა!
სტუმრებმა იმდენად ისიამოვნეს, რომ სახლში წასვლა არავის უნდოდა, ძალიან გვაინ დავიშალეთ.
ქორწილი იყო კარგად დაგეგმილი, არ იყო მხოლოდ ცეკვები და სადღეგრძელოები, წინასწარ გვქონდა მომზადებული სახალისო გათამაშებები და სპეციალურად ამისთვის პრიზები. ქორწილის მერე ყველა გვირეკავდა და გვეუბნებოდნენ, რომ არაჩვეულებრივი დრო გაატარეს და მართლაც დასამახსოვრებელი იყო ეს დღე.  უზომოდ კმაყოფილი ვარ!
საქორწინო მოგზაურობა
თაფლობის თვის დაგეგმვამდე  გავიგეთ, რომ მე და გიორგი მალე მშობლები გავხდებოდით. პირადმა ექიმმა ამ მდგომარეობაში ფრენა და გრძელ გზაზე მგზავრობა ამიკრძალა, ამიტომ ბავშვის დაბადებამდე მოგზაურობა გადავდეთ. თუმცა შემდეგ აუცილებლად ვაპირებთ მოგზაურობას.
რჩევა მომავალ პატარძლებს
ვურჩევდი, რომ ქორწილის დღეს იყვნენ თამამები და ლაღები. საქორწინო სამზადისი კი მიანდონ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან და  სანერვიულოც აღარაფერი ექნებათ!
unnamed (5) 18519644_208939349618084_6892496540382118252_n 18486440_208432056335480_6622108161978246162_n 18486274_208436213001731_59118251902558648_n 18519452_208946132950739_8009373591636062913_n 18446996_208432373002115_8466277537065924667_n 18485763_209850356193650_5127605890493039297_n unnamed (3) 18519795_208944419617577_3717698785973558143_n unnamed (2) unnamed unnamed (4) 18447345_208932366285449_7455280985062370283_n 18447647_208939352951417_587691748670560864_n 18424197_208453726333313_6109010710972423810_n 18447051_208437503001602_7526676487236482483_n 18527788_208873059624713_7982129581735794392_n 18447335_208421859669833_6183512333991802810_n 18425219_208445909667428_4573736976341204933_n 18446753_208445486334137_2989009250506008116_n 18447298_208448069667212_1115478496207154728_n 18485928_208447563000596_6072571417493644436_n

 

კომენტარები