TOP

ბავშვობის სიყვარულის წარუშლელი ისტორია

37175644_548491792215209_7353832168008712192_n

ქორწილამდე

28783308_481606668903722_4168133054868488192_nჩვენი სიყვარულის ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო. მთელი ეს წლები ჩემს გონებაში წარუშლელადაა აღბეჭდილი. მაშინ, როდესაც მე და იგორმა ერთმანეთი გავიცანით.  მე 15 წლის ვიყავი, იგორი კი – 18ის. ბავშვები ვიყავით, ჩვენი შეხვედრა და გაცნობა ეზოში მოხდა. თავიდან როგორც მეგობარს ისე ვუყურებდი, რასაც ვერ ვიტყოდი მასზე, თუმცა იგორი ამ გრძნობას არ ამხელდა. გადიოდა წლები და ყურადღება უფრო და უფრო იზრდებოდა ჩემს მიმართ. სულ ჩემს გვერდით იყო. გულის სიღრმეში მეც მომწონდა ეს ყურადღება, მაგრამ ასაკის გამო ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, სანამ იგორმა ყურადღება არ მოადუნა. აი მერე როცა დამაკლდა მისი ყურადღება, ვიგრძენი, რომ მეც არ ვიყავი გულგრილი. მინდოდა სულ ჩემთან ყოფილიყო.მე და იგორი დიდი ხანი ვიყავით ერთად. სადაც არ უნდა წავსულიყავით, დაბადების დღეებზე, დღესასწაულებზე თუ საერთო მეგობრებში – სულ ერთად ვიყავით. ბევრი პრობლემების და ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორების  მიუხედავად,  დადგა ის დღე, 3 ივნისი, რომელმაც ჩვენი ცხოვრება დაუკავშირა ერთმანეთს. რასაც ქორწინების დღე დაერქვა.

ხელის თხოვნა

ტრადიციული ნიშნობა დავგეგმეთ, რომელიც  რესტორან შუმერულში, ოჯახის წევრების თანხლებით გაიმართა. ნიშნობის ულამაზესი კაბა კი SHERNI-SHOP-ს ეკუთვნის.

22886088_431076203956769_2433595202342983558_n
მზადება ქორწილისთვის

ჩემთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქორწილს. ყოველთვის ვოცნებობდი ზღაპრული ქორწილი მქონოდა და შესაბამისად საქორწილო სამზადისი რამოდენიმე თვით ადრე დავიწყეთ. მე და იგორს გვინდოდა ყველა დეტალი და წვრილმანი ჩვენი გემოვნებით გაგვეკეთებინა. დღე და ღამე ვფიქრობდით, ყველაფერს განვიხილავდით, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვარიანტს ვარჩევდით. დარბაზზე ბევრი არ გვიფიქრია, სარიტუალო დარბაზი ,,კახაბერი’’ გვინდოდა და ქორწილიც შესაბამისად იქ გაიმართა. დარბაზის დიზაინში კი ქეთი ზოიძე დამეხმარა, თავისი ოქროს ხელებით. დიზაინი ზუსტად ისე იყო, როგორც მინდოდა, რომ ყოფილიყო. უღრმესი მადლობა დარბაზის ხელმძღვანელობას და დიზაინერ ქეთი ზოიძეს.

კაბა

შერჩევა 6 თვით ადრე დავიწყე. ვფიქრობ ქალისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს კაბა მნიშვნელოვანი ატრიბუტია. რატომღაც კაბის შეკერვაზე არ მიფიქრია. ბავშვობიდანვე მინდოდა და ვოცნებობდი პრინცესულ კაბაზე, კაბა ძალიან დიდი და გაშლილი უნდა ყოფილიყო. სადედოფლო კაბების მაღაზია გლორიას ქონდა ის კაბა, რაც მინდოდა.  შემთხვევით შევედი და მეგობრების დაძალებითა და თხოვნით ჩავიცვი, ისე მომეწონა პირველი ჩემი სიტყვები იყო ,,ქორწილამდე მეცმევა რა’’. მიუხედავათ კაბის სილამაზისა, რაღაც დეტალები მეც ჩემი გემოვნებით დავამატე, რაშიც  გლორიას უნიჭიერესი დიზაინერები დამეხმარნენ.  მადლობა მათ ამისთვის.

36986430_548190075578714_5632381461563703296_n
თმა და მაკიაჟი

ქორწილის დღეს რამაც კიდევ ერთხელ აღმაშფოთა და გამახარა, იყო იმ ადამიანების გულწრფელი შრომა, რომლებმაც ჩემს მაკიაჟზე და ვარცხნილობაზე იზრუნეს. ანა პატარაიამ თავისი პროფესიონალიზმით შეძლო ბუნებრივი სილამაზისა და მაკიაჟის თანაფარდობ, ხოლო ვარცხნილობა რომელიც მაკიაჟს სრულყოფილად მოერგო ელე გაბაიძის ნამუშევარია.

ლოკაცია

ქორწილის დღე ჩემი სახლიდან დაიწყო, სადაც დიზაინერმა ხატია ჭაღალიძემ ზღაპრულად გამილამაზა და მომირთო ყველაფერი . შემდეგ დაგავინაცვლეთ 26 მაისის პარკში, სადაც ხელის მოწერა გაიმართა.   ძალიან მინდოდა ტბასთან სიმწვანეში ხელის მოწერა,  ხატიას ხელმარჯვეობამ ეს ყველაფერი რეალობაში ზღაპრად მიქცია და მოლოდინს გადააჭარბა. შემდეგ ფოტოსესიისთვის ავედით ანბანის კოშკში, ბოლოს კი წავედით ძველ ბათუმში სადაც ულამაზესი ფოტოები გამოვიდა.

ფოტოსესია და ფოტოგრაფი

ფოტოგრაფზე დიდი ხანი არ გვიფირქია. ვთლიდით, რომ ლევან ნავეიშვილი და ლაშა მიქელაძე უკონკურეტოები არიან. ყველა დეტალი განვიხილეთ და საბოლოდ იდეალური შედეგი მივიღეთ. საოცარი ფოტოები გამოვიდა, ამას მხოლოდ პროფესიონალი თუ შეძლებდა. ცა ცოტათი მოღრუბლული იყო და ამანაც განაპირობა კარგი ფოტოსესია.

თაიგული

ჩემი ულამაზესი თაიგული ,, Mon ami’’ -ს ეკუთვნის, ყოველთვის მინდოდა ფერადი, ნაზი და ლამაზი თაიგული მქონოდა. რა თქმა უნდა, ეს სურვილიც ამიხდა.

37028805_548189558912099_2493061363790774272_n

ქორწილი

ქორწილის ბოლომდე ვისიამოვნეთ და დავტკბით ჩვენი დღით. ყველაფერი იდეალურად გამოვიდა, დარბაზში 400 კაცის მზერა მხოლოდ ჩვენსკენ იყო მომართული, ეს ყველაზე კარგი გრძნობა იყო. ყველა ძალიან ლამაზი და საგანგებოდ მომზადებული შეგვხდა.საბოლოო ჯამში იდეალური ქორწილი გამოვიდა. ყველა აღნიშნავდა, რომ ქორწილი უმაღლეს დონეზე შედგა. ბევრმა გვითხრა, რომ დიდი ხანი ასეთ ქორწილში არ ვყოფილვართო , რაც ძალიან სასიხარულოა. მადლობას გვიხდიდნენ ასეთი სიამოვნების მიღებისთვის.

რჩევა მომავალ პატარძლებს

მომავალო პატარძლებო, ჩემი პირადი რჩევა იქნება მთელი გულით მოეკიდოთ საქორწილო სამდაზის. ამბობენ, რომ ზედმეტად არ უნ და დაიტვირთო თავი ქორწილის ორგანიზებითო, მაგრამ თქვენ თუ არ იზრუნეთ თქვენთის ყველაზე ლამაზი დღის გასალამაზებლად. სხვა ვინ გააკეთებს ამას? ჯობს მაქსიმალურად დაიხარჯოთ და არ დაზოგოთ ენერგია. ისეთი კაბა ჩაიცვით, როგორზეც ოცნებობთ. ყველა დეტალს და წვრილმანს დიდი ყურადღება მიაქციეთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ, ეს ხომ თქვენი დღეა. იხარეთ, იმრავლეთ და  გიყვარდეთ ეთმანეთი.

37126971_548192652245123_8321037822152671232_n37073123_548191115578610_995447190123970560_n37082486_548191372245251_3176940781470482432_n37056745_548190325578689_2903597693974609920_n37037704_548192992245089_940989989812961280_n37017941_548193772245011_6915321440220741632_n37011789_548190105578711_5281971662751793152_n37032718_548189738912081_3554395078812237824_n37007482_548190625578659_2120411670269394944_n37000949_548191268911928_1569318394975485952_n36997356_548193308911724_2897902322526978048_n36994361_548190945578627_9197006594129264640_n36989022_548192042245184_2664011035085635584_n36986430_548190075578714_5632381461563703296_n36985578_548190505578671_1755150712066539520_n36980739_548190788911976_5075949829683675136_n36976837_548193548911700_5936385912563826688_n36975899_548191008911954_191626090534404096_n36924213_548190312245357_1423655111707590656_n