TOP

ბავშვობის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა!

20170902-013K2920
ქორწილამდე
qorwilamdeალბათ პატარა გოგონების უმეტესობა ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეხვდება ბიჭს, რომელიც მისი ცხოვრების სიყვარული გახდება. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, რომელსაც უფროსების საუბრის მოსმენისას, წინადადებაზე: საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეეგ ერთად ვართ-ო, ჟრუანტელი მივლიდა და წარმოვიდგენდი ჩემს თავს, უკვე გაზრდილს, მეგობრის დაბადების დღეზე მჯდომს, ბიჭი რომ მოდის და ცეკვას მთავაზობს. ეს ჩემი ბავშვური ფიქრები მაშინ გამახსენდა, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე რომ ვიჯექი და ჩემს პირდაპირ მჯდომი უცხო ბიჭის მზერაზე , სახით შუქნიშანის ფერებს ვიღებდი. ოჯახში სადაც მე ვიყავი, 2 დღეში მეორე ძმას ჰქონდა დაბადების დღე, ამიტომ ეს უცხო ბიჭი მეორედ კიდევ ვნახე.. კიდევ უფრო მოიმატა ჩემს თავში აკორდების, გულმკერდში კი პეპლების რიცხვმა. მოკლედ ეს დღეები იყო სინქრონი ჩვენი გაცნობის, მოწონების, შეყვარების და დამეგობრების. უკვე 6 წელია ერთად ვართ. ეს ნაბიჯი იყო ჩვენი მომავალი, რასაც ორივე ძალიან დიდხანს და სიფაქიზით ველოდით.
ხელის თხოვნა 
Processed with VSCO with m3 presetმიუხედავად იმისა, რონ ნიშნობა თებერვალში გვქონდა დაგეგმილი, 29იანვარს გიორგიმ მოულოდნელად ხელი მთხოვა. მე მეორე დღეს გამოცდა მქონდა და ვმეცადინეობდი, საკამკდ გვიანი იყო, გიორგი მოვიდა და გარეთ გასვლა შემომთავაზა, განიტვირთებიო. სასეირნოდ სკვერისკენ წამიყვანა, რომელიც ჩემი სახლის წინ არის. სკვერთან მიახლოვებისას, გოგონამ ვიოლინოზე მელოდიის შესრულება დაიწყო, ამ დროს დავინახე, რომ ჩემს წინ უამრავი სანთელი, ბუშტი, მუხლებზე მდგომი გიორგი და ჩემი მომავალი მეჯვარეები იყვნენ. გარეთ ძალიან ციოდა და გოგონები საკმაოდ გაყინულები და თავგანწირულები დამხვდნენ. ამის შემდეგ იყო ნიშნობა, რომელიც ვფიქრობ, ყველაზე ტკბილი საღამოა გოგონების ცხოვრებაში. 
მზადება ქორწილისთვის
ქორწილის სამზადისი 6 თვით ადრე დავიწყეთ, ფოტოგრაფს და დიზაინერს შევუთანხმდით. შემდეგ ნელ-ნელა ვარჩევდით და ვათანხმებდით სხავადასხვა დეტალებს. კაბის პრიმერკებზე სიარული ყველაზე სახალისო იყო, მარიგოლდის გოგონები დამცინოდნენ ხოლმე, ისეთი რეაქციები მქონდა ჩემს კაბაზე, როცა ვნახულობდი. გახდა აღარ მინდოდა და მალ-მალე ვაკითხავდი, ჩემი კაბა მენატრება-მეთქი. პასუხისმგებლობა ყველაფერზე მედა გიორგიმ ავიღეთ, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ რთული და დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა ეს ალბათ ყველა ქორწილის გვერდითი ეფექტია..
კაბა
კაბა მარიგოლდში შევიკერე. მინდოდა კაბა ყოფილიყო ძლიან დიდი, მაგრამ ამასთან ძალიან მსუბუქი, ისეთი, რომელიც ჩემს ხასიათში ჩაჯდებოდა და ხელს არ შემიშლიდა.. ამაში ქალბატონი თამარი და მისი უსაყვარლესი გოგონები დამეხმარნენ. მეცვა კაბა, რომელმაც არ დამღალა, გამიძლო ქვებში, ეკლებში სირბილისას და ძალიან იხდენდა ობობებს, ჭიანჭველებს, ფეხის დადგმას და პატარების სიბილს. მოკლედ მარიგოლდი დამეხმარა ვყოფილიყავი ერთდროულად სადა, დახვეწილი, “გაფურჩქნული” და ფერადი.
Processed with VSCO with m5 preset
თმა და მაკიაჟი
თმა და მაკიაჟი ორმა უმაგრესმა გოგომ გამიკეთა. მაკიაჟზე მარიამ ხუციშვილი ჩამოვიდა და ძალიან გამახარა. ნამდვილი ოქროსხელებაა! თმა ნინო ათუნაშვილმა გამიკეთა. მინდოდა ძალიან სადა ვყოფილიყავი. საბოლოო ვარცხნილობა ქორწილის ღამეს გადაწყვიტე, ვაღიარებ , ჩემ თავთან მიმართებაში ძალიან დაბნეული აღმოვჩნდი და გამიჭირდა არჩევანის გაკეთება 
20170902-013K2798
ლოკაცია
ჯვრისწერა იყო ასპინძის რაიონში, სოფელ საროში, მთავარანგელოზთა ეკლესიაში. ეს არის უძველესი ტაძარი, რომლის გარშემოც ულამაზესი ბუნებაა, მას პატარა ირლანდიას ვეძახი.. ყველამ უნდა მოინახულოს ეს ულამაზესი ადგილი. ხელმოწერა გვქონდა ახალციხეში, რაბათის ციხესიმაგრეში. ქალაქშივე იყო რესტორანი. რესტორნის და ხელმოწერის ადგილის გაფორმებაზე იზრუნა უნიჭიერესმა ედემი გვარამიანმა.
ფოტოგრაფი და ფოტოსესია
ფოტოები და ვიდეო გადამიღო მახო ყიფშიძემ და მისმა ჯგუფმა. პირველ რიგში, რაც გავაკეთე საქორწილო სამზადისის დაწყებისას, მას შევუთანხმდი. თამამად შემიძლია ვთქვა, საუკეთესო ბიჭია და ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე. ფოტოსესიისათვის დამატებითი ადგილი არ შეგვირჩევია, იქ სადაც ჯვარი დავიწერე, ულამაზესი ქარაფები და უზარმაზარი, ყვითელი ქვებია.. ფოტოგრაფს იმდენად მოეწონა გარემო, რომ ხელისმოწერის ცერემონიალზეც კი დავაგვიანეთ..
ქორწილი
ქორწილის დღე – არის სრული სიგიჟე, ადრენალინის მოზღვავება და მგონი მართლა აღმაფრენა. სად დავფრინავდი მეც არ ვიცი ამ დღეს. ვიძახდი რომ არ ვნერვიულობდი, მაგრამ იმდენად დაბნეული ვიყავი და სრულ გადარბენაზე ( ალბათ ყვლა პატარძალი ასეა ) სარკეში ჩახედვაც კი დამავიწყდა. გიორგი სახლში მოვიდა და აქ შევხვდით ერთმანეთს, ჩემი ნახვა ისე ეჩქარებოდა, იმ ოთახში შემომივარდა სადაც ვემალებოდი. აქედან წავედით ჯვრისწერაზე… აი აქ კი სრული საოცრება დამხვდა. ჩემმა მოძღვარმა ტაძარში დამახვედრა თავის ხელით გაკეთებული თავთავის გვირგვინები, ულამაზესი სანთლები, ეკლესიაში სულ ფერადი ყვავილები იყო მიმოფანტული. დედათა მონასტერია და მთელი დედები იყვნენ ჩემს გახარებაში ჩართული. მთელი ჯვრისწერის განმავლობაში იყო გალობა. ეს იყო ყველაზე დიდი ემოცია, გავხდი გიორგის მეუღლე უფლის წინაშე, ასეთი სიხარულის, სილამაზის და მოულოდნელობის გარემოცვაში. ამ ადგილასვე გვქონდა ფოტოსესია. დაგეგმილ დროს ორმაგად გადავაჭარბეთ და ხელისმოწერის ცერემონიალზე დავაგვიანეთ.. ცერემონიალზე მამამ შემიყვანა. მან ეს დღე როგორც პატარა პრინცესას ისე მაჩუქა. კაბის ჩაცმისას, საკურთხეველთან კაბის ტარებისას, თმის გასწორებისას, თაიგულის დაჭერისას, სულ გვერდით მედგა.. არ ვიცი ყველა მამა ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველია თუ არა ამ დღეს..ამ ყველაფერმა უფრო დამუხტა და გაათბო ჩემი დღე.. საბოლოო ჯამში ჩემი ქორწილით ძალიან კმაყოფილი ვარ.. ეს იყო დღე ყველანაირი გულახდილობისა და სილამაზის…
საქორწილო მოგზაურობა
საქორწინო მოგზაურობა მალდივებზე გავატარეთ. ტყუილად არ ეძახიან მას სამოთხეს დედამიწაზე. ნამდვილად საოცრებაა. ყველაფერი ის რაც ლამაზია და ადამიანში სიმშვიდეს და ბედნიერებას იწვევს ალბათ ამ კუნძულებზეა.
Processed with VSCO with m5 preset taflobistve (6) taflobistve (5) taflobistve (4) taflobistve (3) Processed with VSCO with m5 preset
რჩევა მომავალ პატარძლებს
პირელ რიგში იმას რომ მობილიზებულები იყვნენ მხოლოდ თავიანთ თავებზე. ეს დღე თქვენია. მოემზადეთ და ჩაიცვით კაბა ძალიან ნელა, აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში რომ საკუთარი ავტოპორტრეტი დაგრჩეთ გონებაში.. არაფერი არ გააკეთოთ გართობის მეტი ქორწილის წინა დღეს. ფეხს გადმოდგავთ თუ არა საწოლიდან თქვით რომ დედოფალი ხარ. რა, სად და როგორიც ვერ ან არ გამოვა, ეგ არაფერი.. ეს დღე ჩვენია. ერთადერთი და განუმეორებელიი!!
Processed with VSCO with m5 preset
20170902-013K1417 Processed with VSCO with m5 preset 20170902-013K2305 20170902-013K2057 20170902-013K2510 20170902-013K2680 20170902-013K2424 20170902-013K2418 20170902-013K2692 20170902-013K2737 20170902-013K2756 20170902-013K2866 20170902-013K3016 20170902-013K2920 20170902-013K3181 20170902-013K3888 20170902-013K2978 20170902-013K3946 20170902-013K3053 Processed with VSCO with m5 preset 20170902-013K2944
013K4668

კომენტარები