TOP

ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს დაწყებული სიყვარული

14572273_1288497111169439_5561766931559508638_n

ნათიამ და  დათომ    ერთმანეთი 4 წლის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. მიუხედავად გარკვეული უთანხმოებისა, ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ახალი წლის ღამეს კვლავ აღადგინეს ურთეერთობა, რაც საბოლოოდ გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა.  დეტალებზე ნათიამ weddingstory-ს უამბო.

unnamed (7)

ქორწილამდე

ერთმანეთი 4 წლის წინ, ოქტომბრის თვეში  სოციალურ ქსელში გავიცანით.  შეიძლება ითქვას, რომ საერთო მეგობარმა დაგვაკავშირა.  ჩემი პროფაილის ლინკი გაუგზავნა, მან კი დამამატა. რადგან საერთო მეგობარი გვყავდა – დავეთანხმე.  დაახლოებით 1 კვირის შემდეგ ერთმანეთს შევხვდით, თუმცა პირველივე დღესვე ვიჩხუბეთ.  ბევრ რამეში ვერ ვუგებდით და ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს, რამაც გამოიწვია ის, რომ დაახლოებით თვენახევრის შემდეგ საერთოდ გავწყვიტეთ კავშირი.  ახალი წელი რომ დადგა დათომ მომილოცა, მეც მივულოცე და კვლავ განვაგრძეთ საუბარი და ურთიერთობა, მალე კი შეყვარებულებიც გავხდით. ამის შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში იყო პერიოდი, როდესაც 8 თვე  დაშორებულები ვიყავით, სწორედ ამ პერიოდში შემთხვევით, სრულიად მოულოდნელად მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს.  ამ შეხვედრით კვლავ აღდგა ჩვენი ურთიერთობა, რის შემდეგაც მსგავსი რამ აღარ მომხდარა, იმიტომ, რომ უფრო მეტად ვუფრთხილდებოდით ერთმანეთსა და ჩვენს ურთიერთობას.

ხელის თხოვნა  

ხელის თხოვნა იყო ტრადიციული. ჩვენი ურთიერთობიდან დაახლოებით  3 წლის შემდგ დათო ოჯახში გვესტუმრა, მამაჩემი გაიცნო და ჩემი ხელი სთხოვა.  ორი კვირის შემდეგ სუფრა გავაკეთეთ და   დათო და მისი ოჯახი ჩვენთან მოვიპატიჟეთ, ჩემ ოჯახს ჩემი ხელი სთხოვეს და ოფიციალურად დავინიშნეთ.

მზადება

ხელის თხოვნა და ნიშნობა ნოემბერში იყო, ამიტომ ქორწილის სამზადისისთვის საკმაო დრო, 9 თვე მქონდა.  მიუხედავად ამდენი დროისა, მზადება მაინც რთული იყო. ორივე მოსკოვში ვცხოვრობთ,  ქორწილი კი საქართველოში გადავწყვიტეთ, შესაბამისად მიწევდა ჩამოსვლა. სულ ორჯერ ვიყავი ჩამოსული , პირველად  მაისში ჩამოვედი, როდესაც მოვაგვარეთ რესტორნისა და ფოტო-ვიდეო გადამღების საკითხი, მეორედ კი აგვისტოში, როდესაც  უკვე საბოლოო დეტალების მზადება დავიწყეთ, უამრავი ყვავილები ჩამოვიტანე რუსეთიდან, რაც  ძალიან გამომადგა დარბაზის გაფორმებაში, მაგრამ ასევე დიდი წვლილი მიუძღვით შოუთაიმსსა და    მეგის.

 

კაბა

კაბა ყოველთვის  მინდოდა რომ ყოფილიყო დიდი და გაშლილი.  რომ დავიწყე კაბის ძებნა და ვნახულობდი ჩემ სასურველ მოდელებს, ზოგში რა დეტალი არ მომწონდა , ზოგში რა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემეკერა ისეთი, რომლის ყველა დეტალი იქნებოდა ჩემ გემოვნებაზე მორგებული და ეს საკითხი მარიონელას მივანდე.  რა მოლოდინიც მქონდა შეიძლება ითქვას, რომ 200%ით გამიმართლდა. უზომოდ კმაყოფილი დავრჩი შედეგით.

14567397_1288497037836113_3534410670182693794_o14141798_1290486767629346_4310283710322941955_n

 

14232551_1290850747592948_6118510303383726348_n

ტორტი

ტორტი სულ ყოველთვის დიდი მომწონდა.   ოღონდ არა სართულების მიხედვით, არამედ მოცულობით.  ქუთაისში მირჩიეს, რომ ეს საქმე საკონდიტრო „ჩერისთვის“ მიმენდო, ფოტო ვაჩვენე როგორი მინდოდა და  იმედები არ გამიცრუეს, არამარტო ლამაზი, არამედ უგემრიელესიც იყო.

ფოტოგრაფი და ფოტოსესია

ფოტოგრაფი გვყავდა ალექს აფციაური. ფოტოსესიის ნაწილი მოვაწყვეთ მოწამეთაში, ნაწილი კი ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი დავრჩი ფოტოგრაფითა და ფოტოებით.

ლოკაცია

ჯვრსიწერა მოწამეთაში გვქონდა, არაჩვეულერბივი ადგილი და ხედებია, სადაც ძალიან კარგი  ფოტოები გამოგვივიდა. რესტორნის არჩევაზე ბევრი ვიწვალეთ.  მხოლოდ ქუთაისში კი არა, ბათუმსა და ზუგდიდშიც ვეძებდით შესაფერის ადგილს. სიმართლე გითხრათ თავიდან ქუთაისში გადახდაზე არც ვფიქრობდით, მაგრამ შემდეგ მიგვასწავლეს რესტორანი „ქალაქური“, რომელიც ძალიან მომეწონა. სწორედ ისეთი იყო, როგორიც გვინდოდა.

ქორწილი

ქორწილი ნამდვილად საოცნებო იყო.  ცოტა ვნერვიულობდი იმაზე, რომ  ამინდში არ გაგვიმართლა და  დროდადრო წვიმდა. ასევე ზუგდიდში მეუღლის ოჯახში ვიყავით ჩასულები და გზამ ცოტა დიდი დრო წაგვართვა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ფოტოსესიაც მოვასწარით და დარბაზშიც დროულად მივედით.  ქორწილში აბსოლუტურად ყველამ ძალიან კარგი დრო ატარა, იმდენად   კარგი იყო, რომ ქორწილმა დილის 5 საათამდე გასტანა, თუმცა ამ დროისთვისაც კი, არც მე და არც სტუმრებს კვლავ არ გვინდოდა სახლში წასვლა.  უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ დღით, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო.

საქორწინო მოგზაურობა

სამწუხაროდ  თაფლობის თვეში ვერ მოვასწარით წასვლა, მოსკოვშ მოგვიწია დაბრუნება. მანქანით წავედით და გზად ერთი დღით ყაზბეგში გავჩერდით.  ზამთარში ერთ-ერთ კუნძულზე ვგეგმავთ  გამგზავრებას.

რჩევა მომავალ პატარძლებს

უპირველეს ყოვლისა ვურჩევ, რომ მშვიდად იყვნენ. წინა დღეებში აუცილებლად დაისვენონ.  დადებითად განეწყონ და მხოლოდ იმაზე იფიქრონ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.

unnamed

unnamed (8)

unnamed (5) unnamed (4) unnamed (3) unnamed (2) unnamed (1) 14494883_1180534565347280_3102602661355087152_n 14202552_1457703617579322_1738061067284576391_n 14142025_1103885926371642_8753604114345796498_n

14601043_1180534458680624_6097789706659270260_n

 

კომენტარები