TOP

არ ენდოთ !

1223

გამომდინარე იქიდან, რომ მოახლოვდა ქორწილების სეზონი, გვინდა რომ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება !

ჩვენ ხშირად ვაწყდებით სოციალურ ქსელებში ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ქორწილებში , და ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს მასალა მოპოვებულია ყველასათვის საყვარელ “პინტერესტიდან”. მაგრამ ზოგი ქართული ივენთ კომპანია ამ ფოტოებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და მომხმარებელს პასუხობს, რომ ის მათი გაკეთებულია.

გარდა იმისა, რომ სხვისი ფოტოს კომერციული მიზნით გამოყენება არის დანაშაული, ამას ემატება მეორე დანაშაული, რომელიც არის მომხმარებლის მოტყუება !
ძალიან ხშირად მომხმარებელი რჩება იმედგაცრუებული, და ამის შესახებ ბევრს უთქვამს ჩვენს ინტერვიუებშიც, რომ მათ იმის 50%-იც ვერ მიიღეს, რასაც დაპირდნენ დიზაინერები !

ჩვენი მიზანია, ყველა გაგაფრთხილოთ და გითხრათ, რომ არ ენდოთ კომპანიებს, რომლებიც არ გაჩვენებენ თავიანთ ნამუშევრებს, რეალური ქართული ქორწილებიდან.